LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

რამზან კადიროვი უკრაინის ქალაქ ივანკოვში იმყოფება: უკრაინული მედია

"ჩვენ ხომ ასე არ შევთანხმებულვართ, რამზან. შენ ხომ არ უნდა იჯდე შორეულ ივანკოვში, სადღაც სარდაფში. ჩაჯექი ტანკში - წადი შტურმით კიევზე"

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს: მევლუთ ჩავუშოღლუ

"პუტინმა ჩვენ პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის ასეთი შეხვედრის"

უკრაინას და საქართველოს მხოლოდ ერთად შეუძლიათ შექმნილი უსიამოვნებების გადალახვა: უკრაინის დროებითი რწმუნებული

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილებს სათანადო დახამრებას გაუწევს და მათ დროებით საცხოვრებელს უზრუნველყოფს.

ეს არის ახალი ტერორისტული თავდასხმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ევროკავშირ-ნატოს საზღვართან: უკრაინის თავდაცვის მინისტრი ლვოვთან თავდასხმაზე

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაჩერებლად „ცის დაკეტვა“ ძალიან მნიშვნელოვანია.

პუტინის სიკვდილი უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს: რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი

შენდეროვიჩი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ისტორიულ დროში პუტინის რუსეთი უკან დარჩება და ყველა, ვისაც კავშირი ჰქონდა პუტინის რუსეთის ფორმირებასა და გაძლიერებასთან, მოშორდება, ან სასამართლოს წინაშე წარდგება.

მელიტოპოლიის მერი ივან ფიოდორივი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაშია – ნახეთ რას წერდა გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში

რამდენიმე დღის წინ ივან ფიოდოროვი წერდა, რომ არსებულ სიტუაციაში ადამიანებმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ, რითიც სამხედრო და სამართალდამცავ უწყებებს დაეხმარებიან.

ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო, NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად დაასახელოს

როგორც Foreign Policy-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

რუსებმა სვიატოგორსკის ლავრა დაბომბეს, რომელსაც თავს 520 დევნილი აფარებდა

არსებული ინფორმაციით, ​სვიატგორსკის ლავრაში თავს 520 დევნილი აფარებს, მათგან 200 ბავშვია. სვიატგორსკში სულ 10 ათასი ადამიანი იქცა დევნილად. 

რუსეთმა ლვოვში მდებარე სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე საჰაერო დარტყმა განახორციელა

ამის შესახებ ინფორმაცია ლვოვის რეგიონულმა სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციამ Telegram-ზე გაავრცელა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი.

უკრაინელმა სპეციალისტებმა დაიწყეს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდების აღსადგენად: უკრანის უმაღლესი რადა

მათივე ცნობით, უკრაინაში ყველა ატომური ელექტროსადგური სტაბილურად მუშაობს.

რუსი გენერლების გეგმის მიუხედავად, მათ არმიას ცოცხალი ძალა ეწურება და საომარ მოქმედებებში ჩართვის სანაცვლოდ, მოხალისეებს თვეში $300-ს სთავაზობენ: კიევი

მათი განმარტებით, რუსეთი, უკრაინის წინააღმდეგ ომში, 20,000 უცხოელი მოხალისის ჩართვას გეგმავს სირიიდან, ლიბიიდან და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან.

ვიდეო: ერაყში, ქალაქ ერბილში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, განაცხადა, რომ რაკეტები მეზობელი ირანიდან გაუშვეს.