LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ერაყში, ქალაქ ერბილში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა

192
irbili

ერაყის ქალაქ ერბილში მდებარე აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით მინიმუნ 6 რაკეტა გაისროლეს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა საკონსულოს შენობას მოხვდა.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვა, განაცხადა, რომ რაკეტები მეზობელი ირანიდან გაუშვეს.

წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომხდარს “აღმაშფოთებელი თავდასხმა” უწოდა. მისივე განმარტებით, თავდასხმის დროს ამერიკელები არ დაშავებულან და ერბილში აშშ-ს სამთავრობო ობიექტები არ დაზიანებულა.

ჟურნალისტი მუსტაფა საადონი ტვიტერზე წერს, რომ ქალაქ ერბილის დაბომბვის შედეგად „ქურთისტან 24“-ის არხს ზიანი მიადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები