LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

გაგრძელდა დისკუსია სამხედრო და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც რთულად მიმდინარეობს და ნაადრევია რაღაც პოზიტიურზე საუბარი: რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი

რუსმა დიპლომატებმა იმედი გამოთქვეს, რომ ხვალიდან ჰუმანიტარული დერეფნები ამოუშავდება.

ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს

BBC-ის ინფორმაციით, შესაძლოა აღნიშნული პროცესი დროში გაიწელოს - არ არის გამორიცხული, რომ კომისიას დასკვნის მოსამზადებლად 18 თვე დასჭირდეს.

უკრაინულმა სასამართლომ ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა

უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბასკოვს ბრალად ედება „ომის პროპაგანდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლება.

შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით, შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს: მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ არის.

ნოვაია გაზეტა: მოსკოვში მე-6 კლასელს პოლიციამ სახლში მიაკითხა, იმის გამო, რომ ბავშვმა მასწავლებელს უკრაინაში ომზე ჰკითხა

კირილე ამბობს, რომ ისტორიის გაკვეთილზე მან მასწავლებელს ჰკითხა, თუ რატომ დაიწყო პუტინმა ომი? რაზეც მასწავლებელმა უპასუხა რომ ეს სპეცოპერაციაა. 

პუტინს მოვუწოდე დაუყონებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და უზრუნველყოს ჰუმანიტარული უსაფრთხო დერეფანი და დახმარებაზე წვდომა: შარლ მიშელი

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში არსებული ვითარება განიხილა.

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა მიხაილ პოდოლიაკმა მანამდე „ტვიტერზე“ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის მთავარი მოთხოვნაა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა შეწყდეს.

Anonymous: კიბერთავდასხმები ბელარუსისა და საქართველოს მთავრობებზეც განხორციელდება

„ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგიერთს გავასაჯაროებთ. თავდასხმები რუსეთის მთავრობის მიმართაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა“, - წერია Anonymous-ის ტვიტში.

„თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს როგორ იბრძოლოს თავისუფლებისთვის. ვამაყობ, რომ თქვენთან ერთად ვარ ხაზზე“ – უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ჯარს და უკრაინელებს მიმართა

„ჩვენ სამუდამოდ გვემახსოვრება და შურს ვიძიებთ უკრაინის ყველა დაღუპულ დამცველზე. დანაკარგების ტკივილი აძლიერებს ჩვენს სწრაფვას გამარჯვებისკენ“ – წერს ვალერი ზალუჟნი.

ევროკავშირში უკრაინის წევრობაზე განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ: შარლ მიშელი

"უკრაინის მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება ურყევია და მტკიცედ უდგას გვერდში ჰუმანიტარული ტანჯვის შესამსუბუქებლად", - წერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი.

ბორის ჯონსონი: დიდი ბრიტანეთი უკრაინელებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას არ გეგმავს

ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი ძალიან დიდსულოვანი ქვეყანაა, მაგრამ სურს, გააგრძელოს ქვეყანაში შემომსვლელი პირების შემოწმება.