გასული წლის ივლისში აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმება შედგა - მაშინ გერმანიამ ვალდებულება აიღო - რომ თუ რუსეთი შეეცდება, ენერგომატარებელი უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს - საჭირო ზომები მიიღოს.
გასული დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 84 დარღვევა, მათგან 64 მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებას ეხებოდა.
ასევე, განცხადებაში ნათქვამია,რომ განკარგულება განსხვავდება იმ სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური ზომებისგან, რომლებიც მზად ვართ მივიღოთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის საპასუხოდ.
რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოითხოვა უკრაინამ - საგანგებო სხდომისა და სანქციებისკენ ევროპას მოუწოდებს მაკრონიც.