LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

აშშ-ის კონგრესში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია – შემთხვევებიდან 61%-ს „ომიკრონ“ ვარიანტი შეადგენს

კაპიტოლიუმში მომუშავე ექიმის მონაცემებით, აცრილ პირებს შორის ინფიცირებას არ გამოუწვევია ჰოსპიტალიზაცია, სერიოზული გართულებები ან სიკვდილიანობა, რაც, მისი თქმით, ვაქცინაციის მნიშვნელობას ადასტურებს.

სამხრეთ აფრიკის პარლამენტის შენობას კვლავ ცეცხლი უკიდია – დაკავებულია 50 წლამდე მამაკაცი

პოლიციამ 49 წლის მამაკაცს ცეცხლის განზრახ გაჩენაში წაუყენა ბრალი. ის სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ, დღეს წარდგება.

საქართველოს მთავრობა მიისწრაფვის ერთპარტიული მმართველობისკენ: იან კელი

"გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა დაიწყეს ეჭვის შეტანა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში"

აშშ, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის ომის დაუშვებლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

მხარეები ვალდებულებას იღებენ, ერთად იმუშაონ უსაფრთხო გარემოს შექმნისა და ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს აშენების მიმართულებით.

რუსეთმა სირიის ჩრდილოეთით, ქალაქ იდლიბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა – შედეგად ორი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, ათზე მეტი პირი კი დაიჭრა

მედიის ინფორმაციით, რუსულმა „სუხოის“ ტიპის ბომბდამშენებმა სირიის ჩრდილოეთით, ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბთან მდებარე რამდენიმე დასახლებული პუნქტი და წყლის სატუმბავი სადგური დაბომბეს.

აშშ-ში უსიმპტომო კოვიდ ინფიცირებულებისთვის იზოლაციის ვადა 5 დღემდე შემცირდა

ამიერიდან, პაციენტებს, რომლებსაც გამოვლენილი სიმპტომები არ აქვთ, ათის ნაცვლად  ხუთ დღიანი იზოლაციის ვალდებულება ექნებათ, ოღონდ იმ პირობით, რომ კიდევ სულ მცირე 5 დღეს სხვა ადამიანების გარემოცვაში ნიღაბს გაიკეთებენ.

ანდერს ფოგ რასმუსენი: არ შეიძლება NATO-ს ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა, როდესაც კარისკაცი პუტინია

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსმა არავითარ შემთხვევაში და არც ერთი პირობით არ უნდა გასცეს რაიმე სახის გარანტია, ალიანსის მომავალ გაფართოებასთან დაკავშირებით.

2021 წელს მსოფლიოს მასშტაბით 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს – ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია

1991 წლიდან დღემდე, საკუთარი საქმიანობის გამო, მსოფლიო მასშტაბით სულ 2 721 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს.

“სიგიჟეა, რომ ისინი ტყუპები არიან” – კალიფორნიაში ტყუპები სხვადასხვა წელში, თვესა და რიცხვში დაიბადნენ

ნავიდადის სამედიცინო ცენტრში აღნიშნავენ, რომ ასეთი შემთხვევის შანსი 2 მილიონში ერთია.

პროტესტი და დაპირისპირება ამსტერდამში – ნიდერლანდში კორონავირუსის შეზღუდვებს აპროტესტებენ

ჩაკეტვის პირობებში ყველა მეორეხარისხოვანი მაღაზია, ასევე ბარები, რესტორნები, მუზეუმები, თეატრები და კინოთეატრები დახურულია.

60 წელს გადაცილებულებისთვის ისრაელში კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცეს

ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ავადობის მიმდინარე ტალღის განმავლობაში, ახალი ინფექციების რაოდენობამ დღიურად შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს.

ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას რუსულ მხარესთან დაგეგმილი მომავალი შეხვედრები განიხილა.