LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ჯანმო – საფრანგეთში აღმოჩენილი ახალი შტამი შემაშფოთებელი არ არის

WHO-ს კოვიდინციდენტების მენეჯერმა აბდი მაჰმუდმა სამშაბათს, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ვარიანტი სააგენტოს რადარში უკვე იყო ნოემბრიდან და აქვე აღნიშნა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ის ფართოდ არ გავრცელებულა. 

Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს

ავსტრალიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზაზე უარი ეთქვა და მას დეპორტაცია ელის. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
ყაზახეთი

ყაზახეთი ღირებული პარტნიორია – ვგმობთ ძალადობის ფაქტებს: აშშ-ს განცხადება

"ვთხოვთ ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება"

ვიდეო: უჩვეულო ახალი წელი – კოვიდით ინფიცირებულმა გოგონამ დღესასწაული ოჯახთან ერთად უცნაურად აღნიშნა

აპლიკაციის tik-tok მომხმარებელი Crista LaRocks სოციალურ ქსელში დის სახალისო ვიდეოს ავრცელებს.

ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განცხადა, რომ დემონსტრაციის დროს რამდენიმე პოლიციელი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა.

ალმათიში პროკურატურა და სხვა ადმინისტრაციული შენობები იწვის – მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს

სხვადასხვა მედიასაშუალების ცნობით, ალმათის აქციის მონაწილეები წვავენ მანქანებს და ამსხვრევენ მაღაზიების ვიტრინებს.

“კარგად იქნები, იმედი მაქვს” – დააკავეს მასწავლებელი, რომელმაც 17 წლის სტუდენტს ვაქცინა გაუკეთა

სამართალდამცველების განცხადებით, პედაგოგს არ ჰქონდა შესაბამისი ოფიციალური სამედიცინო კვალიფიკაცია იმისთვის, რომ ვაქცინა გაეკეთებინა. მას ასევე არ ჰქონდა ბიჭის მშობლების თანხმობა აცრაზე.

ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვაქცინის მეოთხე დოზა ანტისხეულების დონეს 5-ჯერ ზრდის

წინასწარი კვლევის შედეგებზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტიმ ისაუბრა. მისი თქმით, მეოთხე დოზის მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში, უფრო დარწმუნებით იციან, რომ მეორე ბუსტერ-დოზა უსაფრთხოა.

ჯანმო – უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ “ომიკრონი” წინა შტამებთან შედარებით უფრო მსუბუქ სიმპტომებს იწვევს

"ომიკრონის" ვარიანტი გავლენას ახდენს ზედა სასუნთქ გზებზე და აინფიცირებს სხეულის ზედა ნაწილს, სხვა შტამებისგან განსხვავებით, რომლებიც იწვევენ მძიმე პნევმონიას" - ამბობენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში.