LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.

„ჰეზბოლა“ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობს.. შესაძლოა ლიბანი ომში ჩაითრიოს“ – IDF-ის პრესსპიკერი

მისი თქმით, „ჰეზბოლა“ უტევს ისრაელის პოზიციებს ისრაელი-ლიბანის ჩრდილოეთ საზღვართან და სიტუაციას ამძაფრებს.

ჯო ბაიდენი: ისრაელისა და უკრაინის წარმატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის

მისი განცხადებით, „როდესაც ტერორისტები და დიქტატორები ფასს არ იხდიან, ისინი უფრო მეტ სიკვდილსა და განადგურებას იწვევენ“

„ღაზას სექტორში შევალთ, მისიას დავიწყებთ და გონებაში გვექნება ორი კვირის წინ შაბათის სცენები და დაღუპულები..“ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ჰერზი ჰალევის თქმით, ღაზის სექტორში შესვლის შემდეგ „ჰამასის“ პერსონალისა და ინფრასტრუქტურის განადგურების მისია დაიწყება.

„4 385 დაღუპული და 13 500-ზე მეტი დაშავებული“ – პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო მონაცემებს აქვეყნებს

დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხერხდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენოციდის ტოლფასი ოპერაციები

ერდოღანის განცხადებით, უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია საავადმყოფოების, სკოლების, მეჩეთების და ეკლესიების დაბომბვით.

„ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება“ – ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

„ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას.“

Bassiani: „გთხოვთ გადარიცხოთ თანხა, პალესტინელი ბავშვების დახმარების ფონდში“ – კლუბი, მსოფლიოს, პალესტინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის საზოგადოების არსებითი რწმენა და ღირებულება ყოველთვის იყო ჩაგრულთა გვერდით დგომა.“

აუცილებელია ახალი წესების მიღება, რათა ევროპაში უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების შემთხვევები აღიკვეთოს – ევროკომისია

„შარშან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნებიდან მივიღეთ თავშესაფრის მაძიებელთა 150 000 განაცხადი. ცხადია, ეს დიდი ციფრია. უვიზო მიმოსვლა ასე არ უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადეს ევროკომისიაში.

„დაიღუპა 2, დაშავდა 4 ადამიანი“ – რუსებმა ზაპოროჟიეში მაღალსართულიან შენობას დაარტყეს

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი აცხადებს, რომ ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღალსართულიან შენობაზე განხორციელდა.