LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაიღუპა 2, დაშავდა 4 ადამიანი“ – რუსებმა ზაპოროჟიეში მაღალსართულიან შენობას დაარტყეს

149
Untitled design (1)

უკრაინული მედია, ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ „რუსულმა ძალებმა წუხელ ზაპოროჟიეზე ექვსი სარაკეტო იერიში მიიტანეს“. ანატოლი კურტევის თქმით, „დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 4, ხოლო 3 ადამიანი დაკარგულად ითვლება.“.

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი აცხადებს, რომ ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მაღალსართულიან შენობაზე განხორციელდა.

„ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულისა და ოთხი დაშავებულის შესახებ. კიდევ სამი ადამიანი დაკარგულად ითვლება“, – აცხადებს კურტევი.