მედიის ინფორმაციით, ბოგდანი, სავარაუდოდ, დააკავეს. არ არსებობს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ასევე ინფორმაცია, ჰყავს თუ არა ბოგდანს ადვოკატი.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა სამხედრომ, ვადიმ შიშიმარინმა, რომელსაც სუმის რაიონში უიარაღო მოქალაქის მკვლელობაში ედება ბრალი, სასამართლოში ბოლო სიტყვა თქვა.
ჟურნალისტური ავტორები ანონიმურობის დაცვით უკრაინაში მებრძოლებს გაესაუბრნენ, სადაც ისინი მათ ხელთ არსებული მოძველებული საბრძოლო მასალისა და ყიდვის შემთხვევაში, ახალი მასალების ღირებულებაზე საუბრობენ.
„უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შენარჩუნებისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერების ბრძანება გასცა.“ – აცხადებს ვიდეოში „აზოვის“ პოლკის მეთაური.
როგორც უკრაინული მედია წერს, ენერგოდარში რუსმა პოლიციელებმა მაშველების წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს, მათ იარაღის მუქარით დაარბიეს მდუმარე აქცია, სადაც სახანძრო ბრიგადის გატაცებული უფროსის მხარდასაჭერად მეხანძრე-მაშველები გამოვიდნენ.
უკრაინული მედიის ცნობით, თითქმის სამი თვის განმავლობაში აქ თავდაცვას ატარებდა ცალკეული სპეცდანიშნულების რაზმი „აზოვი“, უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 ბრიგადა, საზღვაო 36-ე ცალკეული ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები, მოხალისეები და ქალაქის ტერორისტული დაცვა.
თვითმხილველები ადასტურებენ, რომ „ბაზის“ წინ ავტოსადგომზე მამაკაცები თვალებახვეულები დაინახეს. სკიბას თქმით, ისინი აიძულეს დაჩოქილიყვნენ, შემდეგ კი მედესანტეებმა დახვრიტეს.
უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების 1 263 ტანკი, 3 090 ჯავშანტექნიკა, 596 საარტილერიო სისტემა, 200 სარაკეტო სისტემა და 93 საზენიტო საბრძოლო სისტემა გაანადგურეს.