LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Moscow Times: უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილე რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარი აღჭურვილობა თავადვე უნდა შეიძინონ

123
რუსი სამხედროები

The Moscow Times-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიების თანახმად, უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში მონაწილე რუსმა ჯარისკაცებმა საკუთარი აღჭურვილობა თავადვე უნდა შეიძინონ

ავტორები ანონიმურობის დაცვით უკრაინაში მებრძოლებს გაესაუბრნენ, სადაც ისინი მათ ხელთ არსებული მოძველებული საბრძოლო მასალისა და ყიდვის შემთხვევაში, ახალი მასალების ღირებულებაზე საუბრობენ.

„მეოთხე ხარისხის დაცვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, ერთადერთი, რაც ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან გიცავს, საშუალოდ 70 ათასი რუბლი ღირს. ჩაფხუტი – კიდევ ათი. ჩვეულებრივი სამხედრო ბათინკები – დაახლოებით 5 ათასი რუბლი. სასურველია ორი წყვილი და ასევე ქურთუკი, შარვალი, მაისურები. გამოდის დაახლოებით 200 ათასი“, – განაცხადა რუსეთის გვარდიის თანამშრომელმა.

რეგულარული არმიის წარმომადგენელი რუსი სამხედრო ოფიცერი კი ამბობს, რომ თანამედროვე ტყვიაგაუმტარი ჟილეტებსა და ჩაფხუტებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რადგან რუსეთის არმიაში არ არის თბილი ტანსაცმელი, მშრალი რაციონი და პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები. რაც შეეხება აღჭურვილობას, ყველა აღჭურვილობა არის „საბჭოთა პერიოდის, ნაფტალინიანი, უბრალო იარაღი –ჭედავს.“

„იგივე პრობლემა არსებობს პირველადი დახმარების თვალსაზრისით. სამედიცინო ყუთებში, რომლებიც გაიცემა, არის მხოლოდ სახვევი, იოდი და ჟგუტი. „საკუთარი სააფთიაქო ყუთი მე თავად დავაკომპლექტე, რაც მინიმუმ 20 ათასი რუბლი დამიჯდა. ეს არის: ანტიბიოტიკები, ჟგუტები, ანტიდოტი, გასახვევი პაკეტები, შპრიცები, სისხლის დენის შემაჩერებელი საშუალებები. თუ თქვენ თავად არ დააკომპლექტებთ პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთებს, არავინ გიშველით. იოდით ბრძოლის ველზე სისხლს ვერ გააჩერებ“, – ამბობს სამხედრო ნივთების გამყიდველი, რომელიც უკრაინაში იმყოფებოდა.

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა 28 700-მდე ჯარისკაცი დაკარგა: უკრაინის გენშტაბი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები