აზოვის 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა სერგეი ვოლინამ რომის პაპს, ფრანცისკეს წერილი მისწერა და მარიუპოლიდან ხალხის გამოყვანაში დახმარება სთხოვა.
„სანდო ინფორმაციის თანახმად, კიევის რეჟიმი, რიგი დასავლური ქვეყნების მხარდაჭერით, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევის, ოდესის, სუმისა და ხარკოვის რაიონებში, ამზადებს ამაზრზენ პროვოკაცია“, - ამბობს მიზინცევი.
როგორც უკრაინული მედია წერს, უკრაინაში რუსი სამხედროების ძარცვას საზღვარი არ აქვს: ისინი ითვისებენ ყველაფერს, რასაც ხედავენ. გამონაკლისი არც 10 წლის ივანკას „სმარტფონი“ იყო.
„თუ ეს ეშმაკები ისევ ცოცხლები იქნებიან, ეს პრობლემაც არ მოგვარდება და გთხოვთ, რომ მიიღოთ მათი განადგურების გადაწყვეტილება, ძირფესვიანად განადგურების“. - კადიროვი
ყოფილი პოლკოვნიკი და დონბასის ვეტერანი, დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელში აზოვის პოლკის მებრძოლ ზაურ ბერიანიძეზე წერს და ამბობს, რომ პოლკი აზოვის გმირობა ფასდაუდებელი შედეგია.
„დეპორტაცია და ფილტრაცია – განახლებული მონაცემებით, დღეს ოკუპანტებს მინიმუმ 20 ათასი ადამიანი ჰყავთ ფილტრაციის ბანაკებში მანგუშ-ნიკოლსკოე-იალტის ხაზის გასწვრივ და მიზანმიმართული შეფერხებისა და ფილტრაციის პროცედურის შენელების გამო ხელს უშლიან ევაკუაციის პროცესს.“, - წერს ანდრიუშჩენკო.
სად იყო ქართულ-უკრაინული რიტორიკა ერთი კვირის წინ და სად ვართ დღეს? მგონი ყველა სკეპტიკოსს იმედი გავუცრუეთ, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყო ამ გაფუჭებული ურთიერთობის, - წერს ლევან იოსელიანი.
„კარინასთან ერთად, 500 ადამიანი იყო დამარხული. რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ანასტასია და იულია. ისინი მოხალისეები იყვნენ. აგრესორებმა ბუჩაში გააუპატიურეს 18 წლის ნატაშა. ფრჩხილები დააცალეს და დაწვეს. დღეს ლვოვში 5 ადამიანი დაიღუპა...“– წერს ჟურნალისტი „ფეისბუქზე.“
სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ქალაქ კრემენაიაში ოკუპანტებმა სამოქალაქო მანქანას ცეცხლი გაუხსნეს - ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა, ხალხი დამოუკიდებლად ცდილობდა წასვლას.
უკრაინული დელეგაციის შემადგენლობით რომში მყოფმა მეზენცევამ CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბავშვთა შორის დაღუპულთა რაოდენობის შესახებ რომის პაპს პირადად მან აცნობა.
რუსი დამპყრობლები დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკაში ძალების მობილიზაციის გაძლიერებას განაგრძობენ – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს, სადაც ოკუპანტების მიერ გატაცებული დონბასის მოქალაქე ჰყვება, როგორ იტაცებენ მოქალაქეებს რუსი ოკუპანტები.