ორგანიზაციის განცხადებით, მოსახლეობა ავტობუსებითა და კერძო მანქანებით მას შემდეგ გაიყვანეს, რაც მათ თავად დააღწიეს თავი ალყაში მოქცეულ ქალაქს და საზღვრამდე მისვლა შეძლეს.
"ბოლო წლებში "პუტინის არგაღიზიანების" პოლიტიკამ წარუმატებლად ჩაიარა. ერთადერთი გზა, რომ რუსეთის ომი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს და ეს თავიდან ავიცილოთ, არის ჩვენი სრული მხარდაჭერა" - წერს კულება.
"ჩვენ ვადასტურებთ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენს მიწაზე ჩადენილ ყველა დანაშაულს. დამნაშავეს არ ეპატიება", - წერს დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
გამოძიების თანახმად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის ჟენევის კონვენციის მოთხოვნების დარღვევით, სოფელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვეს.
"რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მომატებული საფრთხის პირობებში, რომ რეპუტაციული და სხვა უფრო მძიმე რისკები თავიდან აიცილოს? უნდა შექმნას შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი"