LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

“მათ დატოვეს კერძო სახლები და ტყეები” – ჟიტომირის რეგიონი რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

"4 აპრილის მდგომარეობით რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იმყოფებიან" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

რას აცხადებდა მინისტრობამდე რუსეთ-უკრაინის ომზე საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი

„გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ; მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

შემზარავი ამბავი გოსტომელიდან – რუსმა ოკუპანტებმა ათი წლის ბავშვი გააუპატიურეს: უკრაინელი ჟურნალისტი

„ზოგიერთ მოკლულ ბავშვს ხელები ჰქონდა შეკრული. ჩაცხრილულია ქალები, ძაღლები. 10 წლის გოგოები გაუპატიურებულები. ეს ხდება ირპენში, ბუჩაში, დმიტრიევკაში. მითხარით ამასთან ერთად როგორ უნდა ვიცხოვროთ და საერთოდაც ღირს ცხოვრება?“ – ამბობს ევგენი სპირინი.

ზელენსკი: ის, რაც ბუჩას გაუკეთეს, რუსი სამხედროებისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი უმოკლეს დროში აღდგება, უკრაინაში მშვიდობა ნამდვილად იქნება!

"ვფიქრობ, აქ უნდა მოვიდნენ და ნახონ, როგორ მთავრდება ეს თამაშები, როგორ მთავრდება რუსეთის ფედერაციასთან ეს ფლირტი" - განაცხადა ზელენსკიმ.

ნინო სუხიშვილი: „ნეტავ, საქართველომ თვითონ თუ იცის, სად არის? ღმერთმა არ ქნას და უკრაინა თუ დაეცა, ჩვენც იგივე ბედი გველოდება…“

მსოფლიომ ახლა მაინც დაინახა რუსეთის, როგორც დამპყრობლის როლი...

უკრაინის სახალხო დამცველი: რუსეთი დონბასსა და ხარკოვში „შეუიარაღებელ“ 18 წლის ახალგაზრდებს აგზავნის

„მოზარდების საომარ მოქმედებებში ჩართვის გადაწყვეტილება რუსეთმა მარტის შუა რიცხვებში მიიღო, მაგრამ ამ ზომების განხორციელება რუსეთში ოფიციალური მობილიზაციის პარალელურად დაიწყო, 2022 წლის 1 აპრილიდან.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

“ვინ მოაწყო ბუჩაში ხოცვა” – უკრაინის დაზვერვა რუსი სამხედროების სიას ასაჯაროებს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ისინი რუსეთის 35-ე საჰაერო სადესანტო დივიზიის 64-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები არიან. 

“რუსეთმა უკრაინაში გენოციდი მოაწყო” – ზელენსკი ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტმა დაათვალიერა ქალაქ ბუჩაში რუსული ტექნიკით განადგურებული გზა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე – რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას გასცენ ბრძანებები, სპეცსამსახურებმა თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?: უკრაინის ვიცე-პრემიერი

„ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შემოვიტანთ სანქციებს, მოდით გავხსნათ ფრენა – არ არის შესაძლებელი ამ ყველაფრით ლაპარაკი. თქვენ ამან ვერ გადაგარჩინათ 2008-ში და ვერც ახლა გადაგარჩენთ. მე დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით“ – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

დღეს რუბლი დაუბრუნდა ომამდელ მაჩვენებელს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ძირითადი მუხრუჭი გერმანიაა – პოლონეთის პრემიერი

"რუსეთის ეკონომიკამ შეძლო თავის დაცვა დაწესებული სანქციების წინაშე. უნდა იქნეს შემოღებული მკაცრი სანქციები"

„მძულს რუსეთი! ჩვენ ვერასდროს მივალთ მის საფლავთან, ის ბნელ სარდაფში დარჩა“– 16 წლის უკრაინელი კატიას სულის შემძვრელი ისტორია, რომელმაც მხოლოდ ძმის გადარჩენა შეძლო

„დედა ბოლომდე უძლებდა. ჩვენს ევაკუაციამდე სამი დღით ადრე გარდაიცვალა. ძმას ვუთხარი, რომ მას ღრმად სძინავს და გაღვიძება საჭირო არაა - ძმა კი, მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები. “– ვკითხულობთ კატიას მონათხრობში.

ზურაბ ბატიაშვილი: “რუსი ფაშისტები მიცვალებულებსაც ერჩიან.. აი, ეს არის რუსეთის რეალური სახე და არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ეს!”

ჩერნიჰივის (ჩერნიგოვის) ოლქიდან მათი გასვლის შემდეგ გაირკვა, რომ რუს ჯარისკაცებს იქ საფლავებიც კი გაუნადგურებიათ, - წერს ზურაბ ბატიაშვილი.

ჩემი სურვილია, ევროკავშირში რუსული ნახშირისა და ნავთობის ექსპორტის სრული დაბლოკვა ვიხილო – მაკრონი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა კადრები ბუჩასა და კიევთან ახლოს მდებარე სხვა ქალაქებში