LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის სახალხო დამცველი: რუსეთი დონბასსა და ხარკოვში „შეუიარაღებელ“ 18 წლის ახალგაზრდებს აგზავნის

112
რუსი მოზარდები ომში

რუსეთი დონბასსა და ხარკოვის ოლქში „არამებრძოლებს“ გაგზავნის – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახალხო დამცველზე, ლუდმილა დენისოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 29 მარტს 18 წლის ახალგაზრდებმა დაიწყეს წერილების მიღება „ინტერვიუზე“ და „კულტურულ-პატრიოტულ გაკვეთილებზე“, რაც ფაქტობრივად სამხედრო სამსახურში გამოძახებაა.

„შეუიარაღებელი ჯარები, მათ შორის დროებით ოკუპირებული ყირიმი, შეიკრიბება შტაბ-ბინაში 2022 წლის 10 აპრილამდე, შემდეგ დაგეგმილია ადგილებზე გადაყვანა, შემდეგ კი ფრონტზე. მოზარდების საომარ მოქმედებებში ჩართვის გადაწყვეტილება რუსეთმა მარტის შუა რიცხვებში მიიღო, მაგრამ ამ ზომების განხორციელება რუსეთში ოფიციალური მობილიზაციის პარალელურად დაიწყო, 2022 წლის 1 აპრილიდან.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები