LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

რა შემთხვევაში გააფორმებს უკრაინა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას – დავით არახამია მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს

მისივე განმარტებით, ყველაზე რთული საკითხი მოლაპარაკებებზე დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი იყო, რომელთან დაკავშირებითაც მსჯელობა ჯერაც არ გამართულა.

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ქალაქ ლისიჩანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს

"საბავშვო ბაღი გასულ წელს გარემონტდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. ამდენი დაბომბვის გამო მაშველების კატასტროფული დეფიციტია" - წერს გუბერნატორი.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა: გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტო

2,3 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთში, 608 ათასზე მეტი – რუმინეთში, 387 ათასზე მეტი – მოლდოვაში და 365 ათასამდე – უნგრეთში გადავიდა.

ოკუპანტებმა ჯერ ქმარს ესროლეს, შემდეგ ცოლი გააუპატიურეს – რას ჰყვება ძალადობის მსხვერპლი 33 წლის უკრაინელი ქალი

მას შემდეგ კი რაც მოძალადეებს ჩაეძინათ ქალი ბავშვთან ერთად, ფეხით გაიქცა, რადგან რუსებს ოჯახის მანქანაც უკვე დაცხრილული ჰყავდათ.

ზელენსკი: „სანქციების მოხსნის საკითხი ვერც კი დადგება, ვიდრე ჩვენ არ დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც გვეკუთვნის”

პირიქით – სანქციები ყოველკვირეულად უნდა გამკაცრდეს და უნდა იყოს ღირებული, -ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

“ისინი ომის დამნაშავეები არიან” – მარიუპოლში ოკუპანტებმა წითელი ჯვრით აღნიშნული შენობა დაბომბეს

"ოკუპანტებმა საჰაერო და საარტილერიო დაბომბვით მიზანმიმართულად გაანადგურეს თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახული შენობა" - აცხადებს აზოვის პოლკი ტელეგრამზე.

ბრიტანეთი მზად არის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს

"რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ დავეხმაროთ რითაც შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ომი და უზრუნველვყოთ რუსული ძალების გაყვანა. მოხარული ვიქნებით, ამაში ჩვენი როლი შევასრულოთ" - აცხადებს გაეროში ბრიტანეთის წარმომადგენელი.

ქართველების ინიციატივა უკრაინისთვის: „საუბარია დიდი რაოდენობით ჩურჩხელის შეგროვებასა და უკრაინაში გაგზავნაზე…“

ალბათ, არავისთვის არ არის ასახსნელი, თუ რატომ მაინცდამაინც ჩურჩხელა...

“ამბობდა, ჩემი მოსაკლავი ტყვია რუსებს ჯერ არ ჩამოუსხამთო” – უკრაინაში დაღუპულ დავით გობეჯიშვილს, სავარაუდოდ, ხვალ ჩამოასვენებენ

„ვეხვეწე, არ გინდა, ნუ წახვალ-მეთქი. არა, მაინცდამაინც, ჩემს შვილებამდე რომ მოვა, მაშინ უნდა წავიდეო? " - გობეჯიშვილის მეუღლე

აიკრძალოს უკრაინის ტერიტორიაზე მოსკოვის საპატრიარქოს საქმიანობა – რადაში კანონპროექტი დარეგისტრირდა

კანონის თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიისა და რელიგიური ორგანიზაციების მთელი საეკლესიო ქონება, მათ შორის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის მიტროპოლია, მისი მიღებიდან 48 საათის განმავლობაში „აღწერილი და ნაციონალიზებული უნდა იყოს.“

„აქ არის ზუსტად იმდენი ფეხსაცმელი, რამდენი ბავშვიც უკრაინაში პუტინის აგრესიას შეეწირა“ – პარლამენტთან მოქალაქეები აქციას მართავენ

როდესაც ხედავ, როგორი ჯოჯოხეთი ტრიალებს უკრაინაში, რა თქმა უნდა, შენც გინდა, რომ რამე გააკეთო: ხმამაღლა იყვირო, რომ პუტინი ადამიანებს, მომავალ თაობას კლავს, რასაც ბავშვების სიცოცხლე შეეწირა და მგონია, ეს კადრი ამას ყველაზე კარგად ასახავს.“ – უთხრა „ფორტუნას“  ირმა ნადირაშვილმა.

“5 საათია ისეთი ბაგაბუგი მიდის, რომ მგონი ომი ახლა დაიწყო” – რა ინფორმაციას ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი კიევიდან

"აშკარად შემოტანილი ჭურვების უკან წაღება არ უნდათ და ოღონდ გახარჯონ, უმისამართოდ ისვრიან, თან სულ მსხვილკალიბრიანს", - წერს ოქრუაშვილი.