LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

უკრაინელებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა გარკვეულ რაიონებში, გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის 17 საჰაერო სამიზნე: უკრაინის გენერალური შტაბი

მათივე ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ შეუტია რუსი დამპყრობლების სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას.

უკრაინაში პრორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს

იკრძალება ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნა და საქმიანობა, რომელთა პროგრამების მიზნები ან ქმედებები მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლებისკენ, მართლზომიერების აღიარებისა ან უარყოფისკენ.

„ვაგნერის“ მებრძოლები უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან: ბრიტანეთის თავდაცვის უწყება

მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო ოპერაციებში „ვაგნერის“ 1000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები.

კიდევ გვჭირდება დრო, ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება იარაღი, ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა მოვითმინოთ, ემოციებს არ უნდა ავყვეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი

მისი განმარტებით, უკრაინელი სამხედროები წინ მიიწევენ, თუმცა წარმატების გამო ზედმეტი ეიფორიის ნაცვლად, სიტუაცია გონივრულად უნდა იყოს აღქმული.

მსოფლიო შავად და თეთრად გაიყო, ხელისუფლება ვერ გაერკვა რომელ მხარეს იყოს: გიორგი მარგველაშვილი

"ერთ მხარესაა რუსეთი, რომელიც ხოცავს ქალებს და ბავშვებს და მეორე მხარეს - დანარჩენი მსოფლიო"

რუსეთთან ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკება არ უნდა დასრულდეს უკრაინის გაყიდვით: ლიზ ტრასი

"დიდი შვიდეულის მიერ დაწესებული სანქციები არ უნდა გაუქმდეს, ვიდრე პუტინი განაგრძობს ომს და უკრაინაში ძალების ჰყავს განთავსებული."

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილე სამ პირს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს, ქიმიური იარაღით მოწამვლის სიმპტომები ჰქონდა

მათ აღენიშნებოდათ თვალების სიწითლე, მუდმივი და მტკივნეული ცრემლდენა და კანის აქერცვლა სახისა და ხელების არეში.

ჩეჩნეთის მინისტრი: რამზან კადიროვი მარიუპოლშია

ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო, ბეჭდვისა და ინფორმაციის საკითხებში ახმეტ დუდაევზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი: რუსეთი არ ცდილობს უკრაინის მთავრობის შეცვლას სპეციალური სამხედრო ოპერაციით

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, დასავლეთის განცხადებები, იმის შესახებ, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა, არაზუსტია.

სერგეი ლავროვი: დასავლეთი რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდა

ლავროვის თქმით, ეს გამოიხატება კერძო ქონების კონფისკაციასა და ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ვალდებულებებზე უარის თქმაში.

მარიუპოლში ალყაში 160 000-მდე ადამიანი რჩება, ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სრული ევაკუაცია: ქალაქის მერი

"ჩვენმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია ოკუპანტების მიერ ჰუმანიტარული დერეფნის მარშრუტებზე შესაძლო პროვოკაციებზე. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, ჩვენ დღეს არ ვხსნით ჰუმანიტარულ დერეფნებს" - განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.