LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი: რუსეთი არ ცდილობს უკრაინის მთავრობის შეცვლას სპეციალური სამხედრო ოპერაციით

166
ნიკოლაი პატრუშევი

„რუსეთი არ ცდილობს უკრაინის მთავრობის შეცვლას სპეციალური სამხედრო ოპერაციით“ – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, დასავლეთის განცხადებები, იმის შესახებ, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა, არაზუსტია.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე დღის წინ, ოფიციალურმა მოსკოვმა მიანიშნა, რომ შესაძლოა, უარი თქვას უკრაინაში სრული შეჭრის გეგმებზე.

ამავე ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეჭრის ადრეულ ეტაპებზე რამდენიმე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო კამპანიის მიზანი უკრაინის „დენაციფიკაცია” იყო, რაც ფართოდ განიხილებოდა, როგორც რეჟიმის შეცვლის მცდელობა.

დედაქალაქ კიევის ირგვლივ დამარცხებისა და უკრაინის სამხრეთ სანაპიროზე პორტების დაკავების წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, ოფიციალურმა მოსკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ის „ძირითად ძალისხმევას“ „მთავარი მიზნის, დონბასის გათავისუფლებისკენ“ მიმართავს.

სერგეი ლავროვი: დასავლეთი რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები