LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

ომმა უკრაინის ინფრასტრუქტურას 63 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა

რუსული აგრესიის შედეგად ასევე განადგურდა ან დაზიანდა 12 აეროპორტი, შვიდი თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროსადგური.

შეახსენეთ ერთ ადამიანს, რომელიც კრემლში ზის, რომ ჩვენ აღვადგენთ უკრაინას და უკრაინა ევროპული ოჯახის წევრი გახდება – თავისუფლება ვერასდროს მოკვდება: ზელენსკი

"ვინ დაგვიდგება გვერდში – ეს არის უდიდესი შეკითხვა, რომელიც ისმის"

უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თურქეთში გაიმართება

დავით არახამიას განცხადებით, გადაწყვეტილება ვიდეო ფორმატში მოლაპარაკებისას მიიღეს, მოლაპარაკებები 28-30 მარტს ჩატარდება.

სენაკელები იმ ქუჩისთვის, სადაც უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირი ცხოვრობდა ბახვა ჩიქობავას სახელის მინიჭებას ითხოვენ

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მისი სახელის უკვდავსაყოფად პეტიცია უკვე მოამზადეს, რომელსაც საკრებულო განიხილავს.

“ბარემ ყველა გაგზავნეთ, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც. ბარემ ბოქლომით დაკეტეთ რესპუბლიკა” – ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში სამხედროების გაგზავნას უკმაყოფილება მოჰყვა

რად ღირს ოსის სიცოცხლე და საერთოდ ოდესმე რამედ ღირდა ეს სიცოცხლე?, - ნათქვამია  სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილი გვერდის „ირონ ბონვარონის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ გვყავს მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება, თქვენი პუბლიკაციების გამო დაიღუპონ“ – უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს აფრთხილებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მტრის თავდასხმის ადგილებიდან ფოტო და ვიდეომასალის გავრცელება შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსით დაისაჯოს, უცხოელი ჟურნალისტების შემთხვევაში, ჯაშუშობის, ხოლო უკრაინელების შემთხვევაში, სამშობლოს ღალატის მუხლით

“ფასი თითო ოკუპანტზე 400 დოლარზე ნაკლებია” – გონჩარენკოს ინფორმაციით, კადიროველები რუსი ჯარისკაცების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ყიდიან

გადახდება ბიტკოინით ხდება. კადიროველები რუსების გაყიდვას არ შეწყვეტენ. ეს მათი ტრადიცია, მათი ბუნებაა". – წერს გონჩარენკო.

“რეჟიმის ცვლილებას არ გულისხმობდა” – თეთრი სახლი ბაიდენის მიერ პუტინზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

თეთრი სახლი უარყოფს, რომ ბაიდენი პუტინზე განცხადებაში რეჟიმის ცვლილებას გულისხმობდა

მევლუთ ჩავუშოღლუ – თურქეთი მზადაა, სანქცირებული რუსი ოლიგარქები ქვეყანაში მიიღოს, თუ მათი საქმიანობა საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაარღვევს

თურქეთის ხელისუფლების მიმართ რუს ოლიგარქებთან დაკავშირებით შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქეთში რომან აბრამოვიჩის ორი სუპერ იახტა ჩავიდა, რომელთა გაყვანაც მან ევროპის პორტებიდან მოასწრო.