LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მევლუთ ჩავუშოღლუ – თურქეთი მზადაა, სანქცირებული რუსი ოლიგარქები ქვეყანაში მიიღოს, თუ მათი საქმიანობა საერთაშორისო კანონმდებლობას არ დაარღვევს

218
turkey-needs-cavusoglu-e1574874704635

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთი მზადაა, ის რუსი ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციებია დაწესებული, ქვეყანაში მიიღოს მანამ, სანამ მათი ბიზნეს საქმიანობა იქნება საერთაშორისო კანონმდებლობის ჩარჩოებში.

„ჩვენ განვახორციელეთ გაერო-ს მიერ დამტკიცებული სანქციები. თუ რუსეთის რომელიმე მოქალაქეს სურს თურქეთში ჩამოსვლა, შეუძლიათ, ჩამოვიდნენ.

თუ რომელიმე ოლიგარქს თუ უნდა ბიზნესის დაწყება თურქეთში და თუ ეს ბიზნესი ლეგალურია, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაშინ მე ამას განვიხილავ“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქეთის ხელისუფლების მიმართ რუს ოლიგარქებთან დაკავშირებით შეკითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც თურქეთში რომან აბრამოვიჩის ორი სუპერ იახტა ჩავიდა, რომელთა გაყვანაც მან ევროპის პორტებიდან მოასწრო.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

უკრაინაზე თავდასხმის გამო, არაერთმა ქვეყანამ დაუწესება პუტინის რეჟიმს სანქციები.

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები 1 000-ზე მეტ ინდივიდსა და ბიზნესს დაუწესა.