LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ავტობუსის სპეციალური რეისები დაინიშნა

"ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით დამატებით გავა 21 მარტს უკრაინის დროით 09:00 საათზე" - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს: უკრაინული მედია

16 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სავარაუდოდ 15 მარტს დააკავა. ამ დროისთვის კი მისი ადგილმდებარეობა უცნობია.

რუსეთთან მოლაპარაკებებში ჩვენი პოზიციები უცვლელია: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები: პოდოლიაკი

"რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნების პოზიციებია"

მედინსკი: უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე კიევისა და მოსკოვის პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა

"ნეიტრალური სტატუსისა და უკრაინის ნატო-ში არ გაწევრიანების თემა ნამდვილად არის მოლაპარაკებების საკვანძო პუნქტი"

მარიუპოლის ასობით მცხოვრები კვლავ ნანგრევების ქვეშ იმყოფება: ზელენსკი

"სამაშველო ოპერაციები ადგილზე გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები განაგრძობენ ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის დაბომბვას"

საბერძნეთი მზადაა, მარიუპოლის სამშობიარო საავადმყოფოს შენობა აღადგინოს

„საბერძნეთი მზად არის აღადგინოს სამშობიარო საავადმყოფო მარიუპოლში, უკრაინაში ბერძნული უმცირესობის ცენტრში, ქალაქში, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და ომის ბარბაროსობის სიმბოლოა“, - წერს კირიაკოს მიცოტაკისი.

„ვფიქრობ აპრილის ბოლომდე, წასულ კიეველებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ“– არესტოვიჩის განცხადებით, ომის აქტიური ეტაპი 2-3 კვირაში დასრულდება

სტრატეგიულად წააგეს, ოპერაციულადაც წააგებენ. ვფიქრობ, რომ აპრილის შუა რიცხვებში, აპრილის ბოლომდე, წასულ კიეველებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ.“– განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი მთელ თავის ეროვნულ სიმდიდრეს გაანადგურებს და დაბრუნდება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, ანუ 90-იან წლებში

„ასევე გაანადგურებს ყველაფერს, რასაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მიაღწია და დაბრუნდება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, ანუ 90-იან წლებში.“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინული მედია: კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას ჰაკერებმა პუტინი გათიშეს

უკრაინული სააგენტო unian-ის ცნობით, ჰაკერების დამსახურებით, კონცერტზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას გამოსვლაზეც დაიკარგა ხმა.

საქალაქო ადმინისტრაცია: კიევში 222 ადამიანი დაიღუპა, მათგან 60 მშვიდობიანი მოქალაქეა

საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას 889 ადამიანი დაიჭრა, მათგან 241 მშვიდობიანი მოქალაქეა, 18 ბავშვი, სამი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი, ერთი კი ექიმი.

ზელენსკი: ერთად მივდივართ სტრატეგიული მიზნისკენ – ევროკომისიის შეფასება ჩვენს განაცხადზე უახლოეს რამდენიმე თვეში მომზადდება

ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ვონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროკომისიის შეფასება უკრაინის გაწევრიანების განაცხადდთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე თვეში მომზადდება.

Bellingcat-ის ხელმძღვანელი: პუტინი გაცოფებულია, აშშ უკრაინას „პეტრიოტებს“ გადასცემს

ხრისტო გროზევის თქმით, რუსეთს ჯერჯერობით უკრაინაში შეიარაღებული ძალების 95% არ გამოუყენებია, როგორც ამას ექსპერტთა ნაწილი აცხადებს, მაგრამ რესურსების უდიდესი ნაწილი, ანუ საწვავი, რაკეტები, ამუნიცია უკვე გამოიყენეს.

მადლობა მამაც მეომრებს და ჩვენ მეგობრებს: ანდრეი კასიანოვი უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვაზე

"ქართველი მეომრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ 2014 წლიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ამ გვერდში დგომას"

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის: საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული

"მიუხედავად რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვისა, დამალოს რუსეთის დანაკარგების მასშტაბები ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით, იქ უკვე მასშტაბურად არის საფლავები და მიმდინარეობის დაკრძალვა"