LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

აშშ-ს კონგრესმა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის აკრძალვას მხარი დაუჭირა

კანონპროექტის ასევე ითვალისწინებს ზომების მიღებას იმისთვის, რომ გადაიხედოს რუსეთის როლი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

გერმანია რუსეთის უმსხვილესი ბანკის მიმართ სანქცირების მთავარი წინააღმდეგია: Bloomberg

"გერმანიის პოზიციამ შესაძლოა განხეთქილება შეიტანოს მოკავშირეების ერთიან პოზიციაში, დასაჯონ რუსეთი უკრაინასთან ომის გამო," - წერია სტატიაში.

ევროკავშირმა სანქციები რუსეთის კიდევ 160 მოქალაქეს დაუწესა

14 ოლიგარქი და ბიზნესმენი, რომლებიც ჩართულები არიან ძირითად ეკონომიკურ სექტორებში - მეტალურგიაში, სოფლის მეურნეობაში, ფარმაცევტულ, ტელეკომუნიკაციებისა და ციფრულ ინდუსტრიებში. სანქციები ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

როგორი ქვეყანაა რუსეთი, რომელსაც ბავშვთა საავადმყოფოების, სამშობიარო სახლების ეშინია და ანადგურებს მათ, რა იყო ეს, საავადმყოფოების დენაციფიკაცია?: ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსი სამხედროების მიერ, მარიუპოლში სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმიანება

მილიონობით ადამიანი შესაძლოა დაიღუპოს, თუ მსოფლიო არ დაეხმარება უკრაინას, სანამ ძალიან „გვიან იქნება“: ვოლოდიმირ ზელენსკი

ინტერვიუს დროს ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება უკრაინაში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით.

პოლონეთის საკუთრებაში მყოფი მოიერიშე თვითმფრინავების აშშ-ს მთავარ ბაზაზე განლაგება, არის მაღალი რისკის შემცველი: პენტაგონი

ჯონ კირბის თქმით, დაზვერვის შეფასების თანახმად, MiG-29-ის უკრაინაში გადაცემა შეიძლება შეცდომით ჩაითვალოს ესკალაციად.

დმიტრო კულება ანტალიაში, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

ნიკოლენკოს თქმით, მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, უკრაინაში, რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების შეჩერებას შეეხება.

ვფიქრობ, ბირთვული ომის საფრთხე ბლეფია – ერთია, იყო მკვლელი, მაგრამ სხვაა, ჩაიდინო თვითმკვლელობა: ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკიმ ასევე დასძინა, რომ პუტინის ბირთვული საფრთხე „სისუსტეს აჩვენებს“.

კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ პუტინთან პირდაპირი დიალოგის გზით, ორმხრივი კომპრომისის საფუძველზე: ვოლოდიმირ ზელენსკი

როგორც ზელენსკი აცხადებს, მას პირდაპირი კონტაქტი ვლადიმერ პუტინთან არ ჰქონია.

კიევის მეტროში უკრაინული ფილმების ჩვენება გაიმართება

„დედაქალაქის მეტროპოლიტენის 14 სადგურზე სხვადასხვა ჟანრის უკრაინული ფილმების ჩვენება გაიმართება“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამშობიაროზე თავდასხმამდე ჯერ კიდევ არაფერი იყო. ახლა, ნაძირლებო, სულ სხვანაირი ომი დაიწყება: ალექსეი არესტოვჩი

სამშობიაროზე განხორციელებულ თავდასხმას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში ეხმიანება.