მისი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის მახლობლად კონტრშეტევას ახორციელებს, ასევე პოზიციებს ინარჩუნებს მიკოლაივში, კიევში, ჩერნიგოვში, სუმსა და დონბასში.
მისი თქმით, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-თან და ევროკავშირთან ერთად ყველაზე ძლიერი სანქციები აამოქმედა და ამ შეზღუდვებს მანამდე გაზრდის, სანამ რუსეთს არ შეაჩერებს.
სერგეი კისლიაცმ აინშტაინის სიტყვები გაიმეორა და თქვა, რომ „სამყაროს გაანადგურებენ არა ისინი, ვინც ბოროტებას ჩადიან, არამედ ისინი, ვინც მათ უყურებენ და არაფერს აკეთებენ“.
მისი განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა, რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად და ასევე, განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მსოფლიო ბანკის თავმჯდომარემ დევიდ მალპასმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს ისაუბრეს.
იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს.