LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის ომი უკრაინაში ისე არ წარიმართა, როგორც ამას პუტინი გეგმავდა: ენტონი ბლინკენი

128
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსეთის ომი უკრაინაში ისე არ წარიმართა, როგორც ამას პუტინი გეგმავდა“. მისი განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა, რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად და ასევე, განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო.

კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული უკრაინის გამარჯვებაში, ბლინკენმა განაცხადა, რომ არ იცის როდის, თუმცა უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.

კითხვაზე, შეეცდება თუ არა აშშ-ი რუსეთის ხელმძღვანელობის შეცვლას, რათა ბოლო მოეღოს შეჭრას, ბლინკენმა უპასუხა: „ჩვენ ამას არ ვცდილობთ და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რუსმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ხელმძღვანელობის საკითხი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g