LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

ჯონსონი: პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას

სხდომაზე განიხილება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი მდგომარეობა.

“ბირთვული უსაფრთხოება დაირღვა” – რა ვითარებაა ევროპის ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე

ენერგოდარის მერი დიმიტრი ორლოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არიან დაჭრილებიც.

ზელენსკი: ევროპამ უნდა გაიღვიძოს! თუ აფეთქება მოხდა, ეს იქნება ყველაფრის დასასრული

"ეს არის პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ტერორისტულმა სახელმწიფომ მიმართა ბირთვულ ტერორს“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

პოდოლიაკი: ბირთვული კატასტროფის განმეორება მთელს ევროპას ემუქრება, რუსებმა ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლი უნდა შეწყვიტონ!

დმიტრო კულებას განცხადებით, თუ ელექტროსადგური ააფეთქეს, მისი შედეგები და სიმძლავრე ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში “კადიროველები” შეიჭრნენ, ისინი შეეცდებიან დანაღმვას და ევროპის დაშანტაჟებას: უკრაინული მედია

"ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა, თუმცა ხანძარი არ გაჩენილა. სადგურის თანამშრომლები ყველა ზომას იღებენ პრობლემის ლოკალიზაციისთვის" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეხანძრეებს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს

"ხანძარი სასწავლო კომპლექსის შენობაში გაჩნდა; მესამე ენერგობლოკი გათიშულია ენერგოსისტემიდან; რადიაციული ფონი ნორმალურია" - უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახური.

თუ ააფეთქეს, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება, რუსული არმია ყველა მხრიდან ესვრის ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს: კულება

"ხანძარი უკვე გაჩნდა. რუსებმა სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ ცეცხლი, დაუშვან მეხანძრეები და შექმნან უსაფრთხოების ზონა!" - წერს კულება "ტვიტერში".

“შესაძლოა გამოიწვიოს ტრაგიკული შედეგები მსოფლიოსთვის” – ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბირთვული კატასტროფის საფრთხეს აცხადებს

ატომური ელექტროსადგურის სპიკერის თქმით, პირველ ენერგობლოკზე ხანძარი გაჩნდა, მეხანძრეები კი სროლების გამო ცეცხლის ჩაქრობის პროცესს ვერ იწყებენ.

პუტინს უკრაინისგან ასეთი წინააღმდეგობა არ დაუგეგმავს, უკრაინელი ხალხისა და ხელმძღვანელობის მონდომება აღმაფრთოვანებელია: ზურაბშვილი

"ის ცდილობდა თავისი ჯარით ფსიქოლოგიურად ემოქმედა და არ გამოუვიდა" - განაცხადა პრეზიდენტმა CNN-ის ეთერში.

პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებით გაშვებული 480 რაკეტიდან 70-ზე მეტი ბელარუსიდან ისროლეს

"160 რაკეტა რუსეთის ტერიტორიიდან გაეშვა, 70 რაკეტა ბელარუსიდან, ხოლო 10 შავი ზღვის ფლოტის გემებიდან" - აცხადებენ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში.

ვიდეო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეუბანში შეტაკებები გრძელდება

"ჩვენი შეიარაღებული ძალები ხაზს იცავენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ცნობილია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ მათ ზუსტ რაოდენობასა და მდგომარეობაზე მოცემულ ვითარებაში" - აცხადებს ენერგოდარის მერი.

პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა მათ ვერ შეაცვლევინებს გაბედულებას და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ სუვერენიტეტი – ზურაბიშვილი CNN-ის ეთერში

„როგორც ჩანს, ის უბრალოდ რამდენიმე რეგიონის ანექსიას აღარ აპირებს. ახლა, როგორც ჩანს, ის მთელს ქვეყანას ანადგურებს. ეს არის მასობრივი განადგურების ერთგვარი ომი" - განაცხადა პრეზიდენტმა.

რა გახდა შეფერხების მიზეზი – რუსეთში უმსხვილესი მედიასაშუალებების ვებსაიტები დაბლოკილია

"ეს დრო გაივლის, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ვცდილობთ მივიღოთ დადასტურება" - აცხადებენ ვებგვერდ "მედუზას" რედაქციაში.

როგორ შეუძლიათ ახლა იძინონ პარტნიორებმა, რომლებსაც ჯერ არ გადაუციათ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავები? მაშინ, როცა დაბომბვის დროს ბავშვები სარდაფებში სხედან: კულება

"ჩვენი თვითმფრინავები გმირულად იცავენ ცას, მაგრამ რუსეთს უპირატესობა აქვს. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება ახლავე. გააკეთეთ ეს" - აღნიშნულია კულებას "ტვიტში".

მტრის სამხედრო კოლონა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ დაიძრა: ენერგოდარის მერი

"ქალაქში ისმის ძლიერი სროლები, რომელიც ისმის სწორედ ელექტროსადგურის მხრიდან" - წერს დიმიტრი ორლოვი "ტელეგრამზე".

ხერსონში, რუსების მიერ სატელევიზიო ანძის დაკავების შემდეგ, დაიწყო პროპაგანდისტული ვიდეოების გაშვება რუსული გახმოვანებით, იყავით ფხიზლად! – უკრაინის ხელისუფლების მიმართვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები ადგილობრივ ტელეარხებზე რუსულად, დამახინჯებულად და არასწორი ინტერპრეტაციით ითარგმნება.