LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

უკრაინელ ლტოლვილებს ევროკავშირში სამი წლით ცხოვრების უფლება ექნებათ

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავდასხმა დაიწყო, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, თითქმის 875 000 უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა.

სანამ პუტინი უდანაშაულო უკრაინელებზე ბარბაროსულ თავდასხმას განაგრძობს, მაქსიმალურ ეკონომიკურ ტკივილს მივაყენებთ მას და მის საომარ მანქანას: ბორის ჯონსონი

"დღეს საღამოს ჩვენ სანქციები დავაწესეთ კრემლის თანამოაზრეების - ალიშერ უსმანოვისა და იგორ შუვალოვისთვის" - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერი.

უკრაინელი აბონენტები რუსეთში დარეკვას ვეღარ შეძლებენ

უკრაინის სახელმწიფო კომუნიკაციების სამსახურის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება რუსეთში ან ბელარუსში ოპერატიული ინფორმაციის გადინების გამოსარიცხადაც მიიღეს.

აშშ პუტინის პრესსპიკერ პესკოვსა და 19 რუს ბიზნესმენს სანქციები უწესებს

„ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ჩვენს ვალდებულებაში, რომ რუსეთის მთავრობამ გადაიხადოს მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა – ძირითად შედეგებს ვერ მიაღწიეს, თუმცა შეთანხმდნენ რიგ ჰუმანიტარულ საკითხებზე

„იქ, სადაც ჰუმანიტარული კორიდორები იქნება, შესაძლებელი იქნება დროებით ცეცხლის შეწყვეტა.“ – განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

თქვენ თუ არ გაქვთ ძალა, რომ ცა დახუროთ, მაშინ მომეცით თვითმფრინავები…თუ უკრაინა აღარ იქნება, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი იქნებიან შემდეგი: ზელენსკი NATO-ს მიმართავს

როგორც ზელენსკიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსოფლიომ უნდა აჩვენოს სიძლიერე.

„ჯარისკაცებს არ სურთ რუსი დაქირავებულების როლის თამაში“ – დაზვერვის ცნობით, ბელარუსელი სამხედროები უკრაინაში შესვლაზე უარს ამბობენ

გავრცელებული ინფორმაციით, წვევამდელებს „ეშინიათ და არ სურთ ბრძოლა“, მეთაურები კი ჯარისკაცებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით ემუქრებიან.

ევროკავშირში ყველა არ აღფრთოვანდა უკრაინის გაწევრიანების იდეით, მაგრამ კიევი ყველა ფრონტზე სისტემურ ზეწოლას განახორციელებს: დმიტრო კულება

მისი თქმით, ახლა ევროპელებმა სწორად უნდა წარმართონ პროცესები.

უკრაინაში მყოფი დაზარალებული ადამიანები, განსაკუთრებით ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები, გადაუდებელ დახმარებას მიიღებენ: „გაეროს განვითარების პროგრამა“

სასწრაფო ჰუმანიტარული მიმართვის ფარგლებში შეგროვებული 1.1 მილიარდი აშშ დოლარი სამ თვეზეა გათვლილი და გამიზნულია უკრაინაში მყოფი 6,000,000 ადამიანისთვის, რომელთაც მყისიერი ხელშეწყობა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დაცვა ესაჭიროება.

პუტინს რესურსები ეწურება, უკრაინას ეზრდება, ხალხმა გადატეხა რუსეთი – რა შედეგებამდე მივიდა უკრაინა ომის დაწყებიდან დღემდე

რუსეთი უკვე მორალურად მარცხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარცხდება ბოლომდე, მან შეიძლება საშინლად მოიქნიოს კუდი და საჭიროა მეტი ყურადღება, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

პუტინთან საუბრის შემდეგ, მაკრონი მიიჩნევს, რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“ – მედია

არსებული ცნობებით, პუტინმა მაკრონს გამოუცხადა უფრო ფართო გადაწყვეტილების თაობაზე, „კონტროლის აღების მიზნით“, შეტევა მთელ ქვეყანაზე გააგრძელოს.

დაჯექი ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან, ოღონდ არა 30 მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან…მე არ ვიკბინები, რისი გეშინია? – ზელენსკი პუტინს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, „თუ უკრაინის ტერიტორიიდან წასვლას არ აპირებს, მაშინ მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს

„რუსეთს „გეგმა ბ“ არ აქვს, პუტინი ისტერიკაშია, არ გამოვრიცხავ, რომ ქიმიური იარაღების მასობრივი გამოყენებაც დაუშვას“ – რას არ ელოდა კრემლი

წესით, პუტინი ახლა კედლებზე უნდა დარბოდეს, აშკარად ფსიქიკურად ჯანმრთელად [არ არის], არ ვიცი, ეს ექიმებმა უნდა თქვან, მაგრამ ვინაიდან ჩაუვარდათ სტრატეგია, უცებ ვერ აიღეს უკრაინა, - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.