"ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გვყავს ძალიან მოტივირებული ხალხი, ვიბრძვით ჩვენი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, სიცოცხლისთვის და ახლა უკვე გადარჩენისთვის"
"საუბარი იყო სამხედრო კონფლიქტში სამხედრო ძალის გაგზავნაზე. მოხალისეები არ არიან სამხედრო ძალა? ზელენსკიმ სთხოვა დასავლეთს, რომ ჩართულიყვნენ სამხედრო კონფლიქტში, გვახსოვს არაერთი საყვედურიც, მაგრამ არ ჩაერთო დასავლეთი"- განაცხადა კობახიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლელი კოლეგები ჯერჯერობით არ აჩვენებენ მზაობას, რომ რუსეთს უსაფრთხოების ხანგრძლივი იურიდიული გარანტიები მისცენ.
"რუსეთის ძალებმა დღეს სარაკეტო არტილერიით სასტიკად დაბომბეს ხარკოვი. ეს არის ნამდვილი სამხედრო დანაშაული. უნდა ვაჩვენოთ, რომ კაცობრიობას საკუთარი თავის დაცვა შეუძლია" - აცხადებს ზელენსკი.