LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

ჯაფარიძე: არასწორია, რომ უკრაინის ხარჯზე ვცდილობთ ევროკავშირსა და ნატოში მოხვედრას, პირველებმა ვიომეთ

"მაშინ ცოტას ესმოდა, ვინ იყო პუტინი და რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი. მაშინ ჩვენ არ დაგვიჯერეს, მაშინ, ოღონდ თავის ტკივილი აეცილებინათ, ჩვენც დაგვდეს ბრალი"

2008 წელს საქართველო დაისაჯა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანისთვის, დღეს ისჯება უკრაინა: გახარია ევროპარლამენტს წერილით მიმართავს

დღეს არის გარდამტეხი მომენტი და მოგმართავთ, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გაგვიხსნათ ევროპული პერსპექტივა - ჩვენ ვიმსახურებთ შანსს გავხდეთ უკეთესები: გახარია

ზურაბიშვილი: რუსეთი ბირთვულ იარაღზე მანიპულირებით ახლა ფსიქოლოგიურ ომს აცხადებს, რადგან კონვენციურ ომში მარცხდება

ზურაბიშვილის აზრით, პუტინმა უკრაინაში შეჭრისას არასწორი გათვლები გააკეთა, როგორც უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობაზე, ასევე ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლებლობებსა და ევროპის მხრიდან მხარდაჭერაზეც.

აშშ-მა გაეროს 12 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გაააძევა – რას გეგმავს რუსეთი საპასუხოდ

"ჩართული იყვნენ ჯაშუშურ საქმიანობაში, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე". - აშშ რუს დიპლომატებზე

“იქ მე მელოდებიან, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან” – სააკაშვილი უკრაინაში გადაყვანას კიდევ ერთხელ ითხოვს

დაუჯერეთ იმ ევროპელ პრეზიდენტებს, რომლებიც გეუბნებიან - დროზე გაუშვი სააკაშვილი იქ. ასე ჯობია საქმისთვისაც და საქართველოს რეპუტაციისთვისაც", - ამბობს სააკაშვილი.

რუსეთის სკოლებში უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად სპეციალური გაკვეთილები ჩატარდება – მოსწავლეებს აუხსნიან, რომ რუსეთი თავს იცავს

პედაგოგები მოსწავლეებს უკრაინაში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციისა“ და ვლადიმერ პუტინის განცხადების შესახებ მოუყვებიან. კრიტიკის საგანი იქნება ანტისაომარი აქციისკენ მოწოდებები.

შემდეგი საათები და დღეები იქნება არაადამიანური დაბომბვა კიევის, ხარკოვის და სხვა ქალაქების – სააკაშვილი

"ჩვენ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ უკრაინა არ დაეცემა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი: სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის

როგორ შეიძლება მე მიხაროდეს ომი, როდესაც პირველი, რაც დაიბომბა ოდესის ოლქში, არის ჩემს მიერ აშენებული გზა, - ამბობს სააკაშვილი.

ეკონომიკაზე წარმოდგენა რომ არ აქვთ, ამას ბოლო წლებია თითოეული ჩვენგანი, ჯიბეზე ვგრძნობთ – ოთო აბესაძე

"მგონი, დროა პარლამენტის წინ ეკონომიკის საჯარო ლექციები დავიწყო, იქნებ რამე გაიგონ"

რობერტ დე ნირო – როდესაც ხედავთ რა ხდება უკრაინაში, უნდა ადგეთ და თქვათ: შეუძლებელია, ამის გაკეთება არასწორია

"საშინელებაა, რომ არსებობს ბირთვული იარაღი, რომლითაც ადამიანებს ემუქრებიან" - ამბობს მსახიობი.

საქართველოში ფართომასშტაბიანი კამპანია #აწარმოეუკრაინისთვის დაიწყო

სააგენტო უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის გადაცემას

უკრაინაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 7 ბავშვია: გაერო

ანგარიშის მიხედვით, მოქალაქეების სიცოცხლე უმეტეს შემთხვევაში საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმებს, ასევე საჰაერო დაბომბვას ემსხვერპლა.

კიევის მახლობლად სამშობიაროს შენობას რუსული ძალებისგან ნასროლი ჭურვი მოხვდა

სამშობიარო მდებარეობს სოფელ ბუზოვაიაში, ჟიტომირის გზატკეცილზე, კიევთან ახლოს - ამ ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები, რადგან მტერი დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან კიევის ბლოკირებას ცდილობს.