ვინც ფიქრობს, რომ სანქციები ვერაფერს ავნებს რუსეთს, მას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის ეკონომიკა, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე აცხადებს და ამბობს, რომ ეკონომიკური სანქციებიდან 24 საათში, დედამიწაზე ყველაზე დიდ სახელმწიფოში, რუსეთში გუშინ ეკონომიკური შავი ორშაბათი გათენდა.
“ვინც ფიქრობს, რომ სანქციები ვერაფერს ავნებს რუსეთს, მას უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს რა არის ეკონომიკა. და ეკონომიკაზე წარმოდგენა რომ არ აქვთ, ამას ბოლო წლებია თითოეული ჩვენგანი ჯიბეზე ვგრძნობთ! თანამედროვე მსოფლიო ეს არის ეკონომიკა და პროგრამირება. ერთგვარი მეტა სივრცე.
ყველა ვხედავთ, რომ ტანკსა და ტყვიაზე წინ კიბერ ქეისები და ეკონომიკა დადგა (სანქციები, swift და ა.შ). ეკონომიკური სანქციებიდან 24 საათში დედამიწაზე ყველაზე დიდ სახელმწიფოში რუსეთში ეკონომიკური შავი ორშაბათი გათენდა. უბრალოდ ნახეთ ციფრები. მგონი, დროა პარლამენტის წინ ეკონომიკის საჯარო ლექციები დავიწყო, იქნებ რამე გაიგონ”, – ამბობს ეკონომისტი ოთო აბესაძე.
