LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იქ მე მელოდებიან, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან” – სააკაშვილი უკრაინაში გადაყვანას კიდევ ერთხელ ითხოვს

144
-73841339-021432173-1

კიდევ ერთხელ მივმართავ ქართულ ხელისუფლებას, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარე, ჩემი კაბინეტი არის ზელენსკის კაბინეტის გვერდით პირდაპირ, ამ განსაკუთრებით საშიშ პერიოდში იქ მე მელოდებიან, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.

“მე უნდა ვიყო უკრაინაში, ჩემ მოქალაქეობის ქვეყანაში და მე უნდა ვიყო ჩემ მთავარსარდალთან. გეყოთ გამბედაობა და დაუჯერეთ იმ ევროპელ პრეზიდენტებს, რომლებიც გეუბნებიან – დროზე გაუშვი სააკაშვილი იქ. ასე ჯობია საქმისთვისაც და საქართველოს სამომავლო რეპუტაციისთვისაც…

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თუნდაც უსაფრთხოების მიზეზიდან გამომდინარე, მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ, მოვუწოდებ ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას-კიევში”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვის საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.

სააკაშვილი: სანამ ზელენსკი გამოჩნდებოდა, მე ვიყავი რეგიონში ნომერ პირველი მტერი პუტინის, ახლა ნამდვილად ვუთმობ ამ საპატიო ადგილს ჩვენს პრეზიდენტს

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები