LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

141
saakashvili-0.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ისევ შესვენება გამოცხადდა – მიხეილ სააკაშვილი პროცესზე ისევ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლოზე მეორედ გახდა შეუძლოდ.

“თუ შეიძლება, ექიმთან პაუზა გამოვაცხადოთ”,- განაცხადა სააკაშვილმა, რის შემდეგაც ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

მანამდე სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართული სახელმწიფო მობილიზებული შეხვდა მტერს.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინაში და განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში და საათებში რუსეთი უკრაინაში არაადამიანურ დაბომბვებს დაიწყებს. მისივე სიტყვებით, “ზუსტად იცის, რომ უკრაინა არ დაეცემა.”

 

magti 5g