LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული ძალები კიევში არიან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მტერი ობოლონის რაიონში იმყოფება. უწყება ადგილობრივებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გაკეთებისკენ მოუწოდებს.

როცა რუსეთი საქართველოს თავს ესხმოდა, ჩვენ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს გაწვდიდით – უკრაინული გამოცემა ღარიბაშვილის განცხადებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს“, - უკრაინული მედია ეხმიანება.

უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს, რომელმაც შეგვიფარა, თავს ვგრძნობთ როგორც სახლში – უკრაინელები

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა

ღარიბაშვილი: ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან

"რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში" - ამბობს პრემიერი.

ფოტოქრონიკა – გამთენიისას, ლუგანსკის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა ინფორმაცია და შესაბამისი ფაქტების ამსახველი ფოტომასალა  გაავრცელა, სადაც ჩანს ლუგანსკის ქალაქ სტარობილსკის დაბომბილი ქუჩები.

საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში: ღარიბაშვილი

მისი განმარტებით, საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება გაცილებით დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას

უკრაინელებმა უნდა გაუძლონ, რუსეთის ეკონომიკურად გაგუდვა რეალურად უკვე დაწყებულია – ირაკლი ერაძე

"არ შემიძლია, არ დავეთანხმო იმ რიტორიკას, რომ სანქციების ეს პაკეტი ბევრად მეტია SWIFT-იდან გათიშვაზე"

44 წლის პრეზიდენტი ომშია… ზელენსკია მთავარსარდალი ომში, რომელმაც მთელი ევროპის ბედი უნდა გადაწყვიტოს, ყველა უკრაინელი ხალხის ვალში ვიქნებით!! – ქეთი ქარდავა

"ზელენსკის მისიაა უკრაინის მიწიდან რუსული ჩექმის ნაკვალევის გაქრობა და ამით პუტინის დასრულება. ეს მარტივი არ არის, მაგრამ ახალგაზრდა პრეზიდენტმა ეს უნდა შეძლოს" - წერს ქარდავა.

„რიგგარეშე სხდომის მოთხოვნა არა სოლიდარობა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა“ – „ოცნებამ“ უკრაინაზე სხდომა ჩაშალა

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სხდომას უმრავლესობის 82 დეპუტატიდან არც ერთი არ დაესწრება.

საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი ტურისტების სასტუმროებში განთავსება დღეს დილიდან დაიწყო

საქართველოს ხელისუფლების ჰუმანიტარული დახმარება ტურისტული მიზნით ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს

საქართველოს მთავრობამ დაიწყო ჰუმანიტარული დახმარება უკრაინის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ: სოზარ სუბარი

მისი თქმით, „მთელი მსოფლიო ამ წუთებში რასაც აკეთებს, ეს არის პირველი - მხარდაჭერა და გამხნევება უკრაინელი ხალხის და მეორე - სანქციები“. 

12 საათზე ყველა რადიოეთერში აჟღერდება უკრაინის ჰიმნი – საქართველოს რადიოსექტორი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

სოლიდარობის აქციას უერთდება რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ შემავალი ხუთივე რადიოსადგური და „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსის“, არ დაიდარდოს“, „ავტორადიოსა“ და „როკ რადიოს“ ეთერით რადიომსმენელები, ყველგან სადაც საქართველოა, ერთად მოისმენენ მეგობარი ქვეყნის ჰიმნს.

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

„რეჟისორი კიევში ჩამოვიდა მოვლენების აღსაბეჭდად, რათა მთელ მსოფლიოს უამბოს სიმართლე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ“, –  ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კლიჩკო: კიევის თავდაცვამ წარმატებით მოიგერია საჰაერო თავდასხმა და რამდენიმე რაკეტა შეაჩერა

ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ქალაქის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით მოიგერია თავდასხმა და რამდენიმე რაკეტა შეაჩერა.