LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

ბორელი: ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა ყველა რუსისთვის არ არის საუკეთესო იდეა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 31 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე უკრაინაში ომის ფონზე რუსებისთვის სავიზო შეზღუდვების შესახებ იმსჯელებენ.

ვიდეო: “გაზის ემბარგო, ახლავე” – გერმანიის კანცლერთან ფოტოს გადაღებად მისულმა აქტივისტებმა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება გააპროტესტეს 

აქტივისტებს სხეულზე ეწერათ "გაზის ემბარგო, ახლავე"

ზელენსკი: მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო იქნება ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც რუსეთთან მოლაპარაკებები აღარ იქნება

ზელენსკის თქმით, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი მარიუპოლში საჩვენებელი სასამართლოს მოწყობას აპირებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – მომავალი კვირისთვის რუსეთი შეიძლება შეეცადოს განსაკუთრებული სისასტიკის გაკეთებას, უკრაინის გამარჯვებისთვის კიდევ ბევრი უნდა ვიბრძოლოთ, გავუძლოთ ბევრ ტკივილს

წინ არის აღსანიშნავი ზღვარი – ამ სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან ნახევარი წელი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰაკერებმა ყირიმში ტელევიზია გატეხეს და რუსებს შეახსენეს, ვის ეკუთვნის ნახევარკუნძული

კერძოდ, ეთერში გავიდა პრეზიდენტის ვიდეომიმართვა, სადაც ის რუს მაღალჩინოსნებს ახსენებს, რომ ყირიმის მიწაზე მშვიდად ვერ იქნებიან.

შოიგუ: რუსებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის იდეა ცალკეული ქვეყნების ნაცისტური პოლიტიკის გამოვლინებაა

სერგეი შოიგუ რუსების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის იდეას ნაციზმის გამოვლინებად მიიჩნევს. 

ბრიტანელი და ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის განხორციელება ნატო-ს მე-5 მუხლის დარღვევა იქნება

ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთმა დონბასში მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები 3 მიმართულებით მიმდინარეობს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები გრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს მისიის შესვლას შეუძლია უსაფრთხოების აღდგენა როგორც ენერგოდარში, ასევე თავად სადგურზე

მსოფლიოს არც ერთ ბირთვულ სადგურზე არ არის გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც რომელიმე ტერორისტი სახელმწიფო სადგურს სამიზნედ აქცევს

ერდოღანი: „ზელენსკის კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეგვიძლია, მასსა და პუტინს შორის შეხვედრას ვუმასპინძლოთ“

„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გაგრძელდება“ - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ხარკოვში დღეს გლოვის დღეა

რუსეთის არმიამ რამდენიმე სარაკეტო იერიში ხარკოვზე გუშინ გამთენიასაც განახორციელა. შედეგად დაიღუპა 17 და დაშავდა 42 ადამიანი.