LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი: „ზელენსკის კიდევ ერთხელ შევახსენე, რომ შეგვიძლია, მასსა და პუტინს შორის შეხვედრას ვუმასპინძლოთ“

103
Untitled design (1)

თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის ორგანიზებას სთავაზობს. 

ზელენსკი: მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტს: რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებას უკრაინას

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ლვოვში უკრაინის პრეზიდენტთან და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზელენსკის პუტინთან შეხვედრა თურქეთში შესთავაზა.

„მე და ბატონმა ზელენსკიმ განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი. კიდევ ერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გაგრძელდება.

ისევე როგორც ვუთხარი ბატონ ვლადიმირ პუტინს სოჭში ვიზიტის დროს, მე შევახსენე ზელენსკის, რომ შეგვიძლია მათ შორის შეხვედრა გავმართოთ“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმითვე, სამმხრივ შეხვედრაზე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხიც განიხილეს.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს, ლვოვში შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსული ჯარები უკრაინის უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებენ.

ცოტა ხნის წინ უკრაინისა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი:

„რუსეთთან მოლაპარაკება ნიშნავს „რუსული რულეტკის” თამაშს სავსე დოლურით და ყველასთვის ფატალური დასასრულით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა მოლაპარაკების პროცესის ძირითადი პირობები. მთავარი უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანაა“, – წერს პოდოლიაკი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში