LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტს: რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებას უკრაინას

232
erdogan-mano-volodimir-zelensky_69 (1)

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსული ჯარი დატოვებს უკრაინას.

ამის შესახებ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

ერდოღანი: არ გვინდა კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ…ვინარჩუნებ რწმენას, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან

„მე ვუთხარი ჩემი მოსაზრება თურქეთის პრეზიდენტს, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ნდობა არ არსებობს. მიმაჩნია, რომ შესაძლებლობის ამ ფანჯარაში რუსული იარაღია გამოყოფილი. ძალიან მიკვირს, რომ რუსეთი მზადაა რაიმე სახის მშვიდობისთვის. ადამიანებს, ვინც ყოველდღე კლავენ, აუპატიურებენ, ფრთოსან რაკეტებს უშენენ ჩვენს ქალაქებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, არ შეიძლება, მშვიდობა სურდეთ. ამიტომ ჩემი აზრით, ჯერ მათ უნდა გაათავისუფლონ ჩვენი ტერიტორიები და მერე… მერე იქნება მერე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

“მადლიერები ვართ” – ომის შემდეგ თურქეთი უკრაინის აღმშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები