ვითარება იცვლება, ნატო იქნება გაცილებით აქტიური და ამავდროულად, საქართველოდანაც უნდა იყოს შემხვედრი აქტიურობა ნატოს მიმართულებით. ახლა გვჭირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ნატოს უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.
ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. თავდაცვის სამინისტროს სპიკერის მტკიცებით, მათ კუნძულზე არსებული დავალებები შეასრულეს და ის „კეთილი ნების გამოხატვის მიზნით“ დატოვეს.
გამოყოფილი თანხა სამედიცინო აღჭურვილობის შეძენას და იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებითი საცხოვრებლის აშენებას მოხმარდება. იაპონია უკრაინას მარცვლეულის შენახვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაშიც დაეხმარება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, „Amnesty International“-ის კრიზისზე რეაგირების ჯგუფმა გამოკითხა მრავალი გადარჩენილი ადამიანი, შეაგროვა ვრცელი ციფრული მტკიცებულება და დაასკვნა, რომ თავდასხმა რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავების მიერ განხორციელდა.