LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუნიტი კრემენჩუგზე: ასე უბრალოდ „მინდვრებში“ ჩვენთან არავინ ისვრის

96
პუტინი კრემენჩუგზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამტკიცებს, რომ სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო შეტევას არ ახორციელებენ.

ამის შესახებ მან კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე საუბრისას განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინელი სამხედროები ტექნიკას „საცხოვრებელ კვარტალებში“ ათავსებენ და მალავენ მათ „ფარდულებში, ბაზრებში.“

პუტინი: რუს სამხედროებზე ლექსები და სიმღერები უნდა იწერებოდეს, ძეგლებს უნდა ვუდგამდეთ

„რა თქმა უნდა, ისინი ამას იმსახურებენ, რომ ქვეყანამ ისაუბროს, იცნობდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ აუცილებელია ასეთ „მებრძოლებზე ლექსების დაწერა, სიმღერების შედგენა, ძეგლების დადგმა.“

„ასე უბრალოდ მინდვრებში ჩვენთან არავინ ისვრის. როგორც წესი, ეს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივეა“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთმა სარაკეტო იერიში კრემენჩუგზე 27 ივნისის მიიტანა. დარტყმის შედეგად, რომელმაც სავაჭრო ცენტრ „ამსტორის“ ნაწილი დაანგრია და ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 20 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 60-მდე მოქალაქემ დაზიანებები მიიღო.

დონბასის გათავისუფლებისთვის სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის, ვადებზე საუბარი არასწორია: პუტინი

ვლადიმერ პუტინი ახალ დაძაბულობას არ გამორიცხავს, ნატოს გაფართოების შემთხვევაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები