მედიის ცნობით, უკრაინაში, კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას 18 ადამიანი დაიღუპა და 50-მდე დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე პოლტავას რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრო ლუნინმა დაწერა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, რუსეთმა კრემენჩუგში სავაჭრო ცენტრ „ამსტორზე“ სარაკეტო იერიში განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაბომბვის დროს სავაჭრო ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.