კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.
სავაჭრო ცენტრ „ამსტორში“ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
რუსეთმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში რამდენიმე საათის წინ განახორციელა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ “ტელეგრამის” გვერდზე დაწერა, რომ დაბომბვის დროს სავაჭრო ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
“ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რომელშიც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ცეცხლია, მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ შეუძლებელია, რომ წარმოიდგინო. რუსული არმიისთვის ეს არანაირ საფრთხეს წარმოადგენდა, არანაირი სტრატეგიული ღირებულება ჰქონდა. ხალხს მხოლოდ ნორმალური ცხოვრება სურდა, რაც ოკუპანტებს ძალიან აბრაზებს. უსუსურობის გამო რუსეთი უბრალო ადამიანებზე დარტყმებს აგრძელებს. ამაოა მოლოდინი, რომ ისინი გონივრული ან ჰუმანური იქნებიან”, – წერს ზელენსკი.