LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი უკრაინაში

“ხანგრძლივვადიანი საომარი მოქმედებები იქნება” – ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, რა ვითარებაა ახლა ფრონტის ხაზზე, სად არის კონცენტრირებული რუსული არმია და როდის შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი

"უკრაინა კი ჯერ არ არის მზად განახორციელოს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა."

“ახლა ის მოჩვენებათა ქალაქია” – უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლში 22 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ქალაქის მერის მრჩეველი ამბობს, რომ ცხედრების ხელახალი დაკრძალვის პროცესი გართულდა, რადგან რუსები დაჟინებით ითხოვენ, ცხედრის ამოღების მსურველმა გადაიღოს ვიდეო, რომელშიც იტყვის, რომ ეს დაღუპული უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს.

უკრაინელებმა „კადიროველები“ მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს პოლიციის კაპიტანი ასვად იდრისოვი, ორდერის ოფიცერი გაპურ დაკალოვი და კადიროვის პოლკის მე-4 ოცეულის მეთაურის მოადგილე უფროსი სერჟანტი ალი ბეტიშევი.

აზოვის პოლკის მეთაურმა ცოლთან სატელეფონო საუბარი შეძლო – რას ჰყვება The Guardian-თან პროკოპენკოს მეუღლე

როგორც Guardian წერს, პროკოპენკომ შეძლო მეუღლესთვის ეთქვა, რომ „აზოვსტალიდან“ წაყვანილი უკრაინელი სამხედროები „დამაკმაყოფილებელ“ პირობებში იმყოფებიან.

BBC: გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 82% ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს

გამოკითხული 2000 უკრაინელიდან მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ მათთვის უკრაინის ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად მისაღებია

გუბერნატორი: რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სამი ქალაქი აიღეს

რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონის სამ ქალაქზე, მათ შორის სვიტლოდარსკზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინაში ომის გამო YouTube არ აპირებს რუსეთში მუშაობა შეწყვიტოს

ამის შესახებ YouTube-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან ვოიჩიცკიმ, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

რუსები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ, ნუ იყიდით მოპარულს: დმიტრო კულება

კულება სახელმწიფოებს მოუწოდებს, ნუ იყიდიან უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა

"რუსული ძალები ცდილობენ ალყა შემოარტყონ უკრაინულ ჯარებს ორ ქალაქში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდინარე სივერსკი დონეცკთან ახლოს მდებარეობს"

კარგია, რომ სანგრებში უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ აქვთ: პოდოლიაკი

"დავოსის პანიკიორების“ მოსმენის დრო არ გვაქვს, კისინჯერი გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ასე მარტივად დაუშვებდა ის პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას"

BBC: უკრაინის ცაზე რუსეთის საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალ-მაიორი, უმაღლესი რანგის პილოტი მოკლეს

გამოცემის ცნობით, ბოტაშევი ყველაზე მაღალი რანგის პილოტია, რომლის გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა. პენსიაზე გასვლამდე იყო საავიაციო პოლკის მეთაური. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეთი პილოტის მომზადებას 10-12 წელი სჭირდება და დაახლოებით 8 მილიონი დოლარი ღირს.

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქი სვიტლოდარსკი აიღეს

სვიტლოდარსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერხი ჰოშკოს თქმით, რუსი ოკუპანტები ქალაქში 24 მაისს დილით შევიდნენ და საკრებულოს შენობაზე რუსეთის დროშა აღმართეს.

შოიგუ: რუსეთის შეტევა უკრაინაში „განზრახ“ ნელდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი

„მცხოვრებლებმა მიმდებარე დასახლებები რომ დატოვონ, დუმილის რეჟიმებია გამოცხადებული და ჰუმანიტარული დერეფნები იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ეს კეთდება მიზანმიმართულად.“– განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

„რუსეთს ომის დასრულების 2 ვარიანტი აქვს“ – ბუდანოვის თქმით, წლის ბოლომდე უკრაინელი სამხედროები ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე უნდა შევიდნენ

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა.

„აქედან დაიწყება გარდატეხა“ – უკრაინის თავდაცვის უწყების სადაზვერვო სამმართველოს უფროსი განმარტავს, როდის ელოდება ქვეყანა ომის აქტიური ფაზის დასრულებას

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი ამტკიცებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთთან ომის აქტიური ეტაპი მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს.