LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზოვის პოლკის მეთაურმა ცოლთან სატელეფონო საუბარი შეძლო – რას ჰყვება The Guardian-თან პროკოპენკოს მეუღლე

233
პროკოპენკო და ცოლი

მედიის ცნობით, აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ შეძლო მეუღლესთვის კატერინა პროკოპენკოსთვის დაერეკა და ეთქვა, რომ „აზოვსტალიდან“ წაყვანილი უკრაინელი სამხედროები „დამაკმაყოფილებელ“ პირობებში იმყოფებიან.

„პირობები აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ამ მოკლე პერიოდში მათზე ძალადობა არ მომხდარა. რა თქმა უნდა, არ ვიცით, რა იქნება შემდეგ, მაგრამ ამ მომენტში მესამე მხარეები – გაერო და წითელი ჯვარი სიტუაციას აკონტროლებენ.“ – უთხრა მედიას პროკოპენკოს ცოლმა.

როგორც Guardian წერს, კატერინა პროკოპენკომ შექმნა დამოუკიდებელი ორგანიზაცია „აზოვსტალის“ მებრძოლების კამპანიისთვის, რომელშიც ასევე შედიან უკრაინელი მესაზღვრეები და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების წევრები.

ვიდეო: „აზოვსტალის“ დამცველებმა მიიღეს ბრძანება, შეეწყვიტათ დაცვა მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად – რას ამბობს პოლკის მეთაური

„ორგანიზაციის მიზანია პატიმრებთან ყოველკვირეული ზარების ორგანიზება, ჩვენი ბიჭების შესახებ რუსული ყალბების გაშიფვრა, მათი პირობების დამაკმაყოფილებელი დაცვა – საწოლი, წამალი, წყალი, საკვები და მათი სწრაფი გათავისუფლების კამპანია.“– თქვა კატერინამ.

მედიის ცნობით, სულ მცირე 1000 უკრაინელი მებრძოლი, მათ შორის აზოვის ბატალიონის წევრები, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გასულ კვირას, მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მარიუპოლში აზოვსტალის ფოლადის ქარხანა რუსულმა ძალებმა აიღეს.

Guardian-ის ინფორმაციით, დაშავებული აზოვის მებრძოლების უმეტესობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის სოფელ ოლენივკას ციხეში იმყოფება, თუმცა მძიმედ დაშავებული მებრძოლების უფრო მცირე ჯგუფი ქალაქ ნოვოაზოვსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში. პროკოპენკომ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, არცერთი მებრძოლი რუსეთში არ წასულა.

„აზოვსტალიდან“ გამოყვანილი მებრძოლების შესახებ მონაცემებს არ გამოვაქვეყნებთ – რა მიზეზს ასახელებს „წითელი ჯვარი“

ომის შესახებ რუსეთის პროპაგანდა დიდი ხანია აძლიერებს ბატალიონის გავლენას და აცხადებს, რომ მისი წევრები ნეონაცისტები არიან. აზოვი, როგორც მოხალისეთა ბატალიონი 2014 წელს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებთან საბრძოლველად ჩამოყალიბდა, მისი ზოგიერთი ლიდერი ცნობილია ულტრამემარჯვენე შეხედულებებით. მას შემდეგ ის ინტეგრირებულია უკრაინის არმიაში, აზოვის მეთაურები ამბობენ, რომ მის მებრძოლებს აქვთ მთელი რიგი პოლიტიკური შეხედულებები.