LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

კაია კალასი და მარტა კოსი საქართველოში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს დეზინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით და ასევე გმობს პირად თავდასხმებს ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

„გაყალბებული ადგილობრივი არჩევნებისა და რუსული მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში 80-100 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა“ – სალომე ზურაბიშვილი

მისი განცხადებით, ეს იყო თბილისის ფაქტობრივი მოსახლეობის დაახლოებით 10%.

„შეიძლება გეგმის ნაწილი იყო ათონელზე ჩასვლა, მაგრამ რაც მოხდა, ვერავინ ჩავთვლით, რომ გეგმის ნაწილი იყო, იქ არ უნდა ყოფილიყო შეხლა-შემოხლა – ეს იყო ღალატი“ – პაატა ბურჭულაძის შვილი

მისივე თქმით, კითხვის ნიშანი უფრო მეტია, ვიდრე პასუხი.

მიხეილ ყაველაშვილი – როცა საუბარია აქციის დაშლაზე, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მართლაც სამაგალითოა! ბევრს შეუძლია გადაიღოს!

როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, „ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ყველას პასუხი გაეცემა, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე იდგება“.
ვოლსკი

გია ვოლსკი: „სახელმწიფო დეპარტამენტში თამარ ტალიაშვილის მისვლა გუშინდელ მოვლენებს არ უკავშირდება – იყო საქმიანი საუბარი, ასევე, პირადად ტრამპმა გამოუგზავნა საჩუქარი, მათ შორის, ცნობილი ქუდი წარწერით: Make America Great again“

ვოლსკი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რომ თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო”.

გიორგი ბოტკოველი: ახლა არ არის თითის გაშვერის, ხელების ჩამოშვების და ბრძოლის შეწყვეტის დრო! ვერც ერთი და ვერც ათი ადამიანი ჩვენს ბედს ვერ გადაწყვეტს

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ქართველ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედი თვითონ გადაწყვიტოს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“: ჩვენ არ გამოგვიცხადებია ბოლო ბრძოლა, ჩვენ გამოვაცხადეთ ბრძოლა ბოლომდე, გამარჯვებამდე! – დღესაც, ტრადიციულ დროს, შევხვდებით რუსთაველზე

მათი თქმით, საქართველოში დესტაბილიზაციის, კრიზისისა და ძალადობის ერთადერთი წყაროა ივანიშვილი და მისი მჩაგვრელი სისტემა, რომლის შედეგადაც დღეს ქვეყანას ახალი პოლიტპატიმრები ჰყავს.
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე: ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს

„უკვე არის დაპატიმრებული რამდენიმე ადამიანი, პირველ რიგში, ესენი არიან დამხობის მცდელობის ორგანიზატორები“

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგები 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, თვითმმართველ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში მერები „ქართული ოცნების“ კანდიდატები გახდნენ.

„მე პირადად მეგონა რომ გეგმა არსებობდა…არანაირი ნიჰილიზმი მეგობრებო, ეგ უნდა მტერსაც, არანაირი თითის გაშვერა“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში დღევანდელ არჩევნებსა და საპროტესტო აქციას ეხმაურება.

პრემიერი: აქციაზე მისული იყო დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი, დაიწყეს დამხობა, ჩავარდა დამხობა და შემდეგ დაიწყეს გამიჯვნა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას – აღმსრულებელთაგან ძალიან ბევრს ელის მძიმე ხვედრი კანონის შესაბამისად

პრემიერის თქმით, „დამხობის ჩავარდნის“ შემდეგ ბევრი ორგანიზაცია თუ პოლიტიკოსი გაემიჯნა პროცესს, თუმცა ისინი პასუხისმგებლობას ვერ „გაეპარებიან“.

„ლელო ძლიერი საქართველო“: განვითარებულმა პროცესებმა ცხადყო, რომ ბოიკოტის კამპანია იყო კრიტიკული შეცდომა, რომელმაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მისცა “ქართულ ოცნებას”, მიეტაცებინა ყველა ოპოზიციური პარტიის ხმა, ვინც არ შემოვიდა ამ ბრძოლაში

„ლელო ძლიერი საქართველო“ მადლობას უხდის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ენდო და „ამ უთანასწორო ბრძოლაში გაჰყვა ამ არჩევნებში”.

ირაკლი კობახიძე: მგონი, უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს – ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც ხელს აღმართავს პოლიციელზე

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე აქციის დროს დაშავებული ჟურნალისტებისა და პოლიციელების შესახებ ისაუბრა.

„გილოცავთ ამ შესანიშნავ გამარჯვებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, ღირსეული ქართველების კიდევ ერთი პასუხი იმ უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლების მიმართ“ – კახა კალაძე

„გილოცავთ ამ შესანიშნავ გამარჯვებას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, ღირსეული ქართველების კიდევ ერთი პასუხი იმ უსამშობლო აგენტურის წარმომადგენლების მიმართ“ - კახა კალაძე

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55%  მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დედაქალაქში დათვლილი 584 უბიდან 572-ის შედეგები ცნობილია.

„ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა, ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ. ეს ძალიან კარგია“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგზე სიტყვით გამოვიდა.