LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 77.4%, ირაკლი კუპრაძემ კი 8.8% მიიღო

ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით „გორბი“ ატარებს თბილისში, ქუთაისში ბათუმსა და რუსთავში კვლევას.

ბიძინა ივანიშვილი: როგორ შეიძლება 80 პროცენტი პარტიას მხარს უჭერდეს და 10 ათასმა კაცმა გადატრიალება მოახდინოს? წარმოუდგენელია! – მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას!

ბიძინა ივანიშვილი ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ბრიფინგს მართავს.

„იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თბილისში, საკრებულოს არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 76.3% მიიღო, „ძლიერი საქართველო-ლელომ“ – 7.1%

ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით „გორბი“ ატარებს თბილისში ქუთაისში ბათუმსა და რუსთავში კვლევას, კვლევა ტარდება 150 შემთხვევით შერჩეულ უბანზე.

აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ჭიშკარი შეანგრიეს – ურთიერთდაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები, ადგილზე მივიდა პაატა ბურჭულაძე

აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ჭიშკარი შეანგრიეს - ადგილზე დაპირისპირებაა.

„ე.წ. ხელისუფლებას 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნებისა და საერთაშორისო არაღიარების შემდეგ კონსტიტუციურად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, ამიტომ მისი ძალაუფლება შეწყვეტილია!“ – პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე, სადაც აქცია იმართება, დეკლარაცია წაიკითხა

„რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე, სადაც აქცია იმართება, დეკლარაცია წაიკითხა.
აქცია რუსთაველზე

სტუდენტები, რომლებიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან საპროტესტო მსვლელობას მართავენ, საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდნენ

„დღეს ჩვენი მოვალეობაა ამათი ტყუილებისგან და პროპაგანდისგან გათავისუფლება.“

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ლელოს“ კანდიდატების მიერ გავრცელებული ტექსტი პარტიის დატოვების შესახებ სუს-ის მიერ დაწერილი სცენარია

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, სუს-ი ცდილობს, „ლელო - ძლიერი საქართველო“ ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის საკითხთან კავშირში დაადანაშაულოს

მარიამ ქვრივიშვილი: არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება მშვიდ ვითარებაში, ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემის პროცესი წარიმართება ძალადობისგან, მოსყიდვისგან, მუქარისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში.
თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა: თითოეულ მოქალაქეს აქვს არჩევანი, ან რუსული სპეცოპერაციის მონაწილე გახდეს, ან მოვიდეს თავისუფლების დასაცავად, თავისუფლების მოედანზე

თინა ბოკუჩავას თქმით, ენმ-ს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმა ხელისუფლების ძალადობრივ და კრიმინალურ სახეს ასახავს.
თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი: „12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო პროცესში აღმოჩენილ დარღვევებზე დაწერილია 100-ზე მეტი საჩივარი“

როგორც თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, ძირითადად დარღვევის ტიპებია ე.წ. კარუსელი, საარჩევნო უბანთან ამომრჩევლის მოსყიდვა, ასევე მათი იძულება საარჩევნო უბანთან რომ მივიდნენ და ხმა მისცენ და ვიდეომონიტორინგისთვის ხელის შეშლა.

გიორგი შარაშიძე: „დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფიქსირდება რიგი დარღვევები, რომლებიც სერიოზულ კითხვებს აჩენს საარჩევნო პროცესის კანონიერებისა და გამჭვირვალობის შესახებ“

ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ პარტიის ოფისში 14:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე  საარჩევნო დარღვევებზე საუბრისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი: ვნახეთ დამკვირვებლები ევროპის ქვეყნებიდან, თუ ვინმეს კითხვები აქვს, სჯობს, განმარტებები მათ გააკეთონ

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დღეს საქართველოში არიან უცხოელი დამკვირვებლები ყველა ქვეყნიდან, სადაც ამის ინტერესი გამოიხატა.
მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი: „დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების გადაბარება ხდება ერთადერთი გზით. არჩევნებზე ეს ხალხი ამბობს უარს და მათ არანაირი საფუძველი და უფლება არ აქვთ დემოკრატიასა და დემოკრატიულ სტანდარტებზე საერთოდ ისაუბრონ“

„მშვიდობიანი შეკრების უფლებაც ყველას აქვს, თუმცა სახელმწიფოს აქვს ვალდებულებები რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი.“

მიხეილ ყაველაშვილი: „გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა – დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება“

ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდგომ, ჟურნალისტებს განუცხადა.

იაგო ხვიჩია: „ძალიან პოზიტიურად ვუყურებ შანსებს, მინდა, დღევანდელი არჩევნები დასრულდეს ისე, რომ ვიყო მეორე ადგილზე და მეორე ტურში“

ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.