LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

მაია ბითაძე: „დეზინფორმაცია, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთო-ს რეგიონში, ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“

მამუკა ხაზარაძე

„გავაერთიანოთ ძალები თბილისსა და 2024-ში მოგებულ ქალაქებში ბრძოლის გასამართად“ – მამუკა ხაზარაძე

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, რომელშიც ერთობის მნიშვნელობაზეც წერს.

„რისკებზე კითხვა დაუსვით სუს-ს, რომელსაც ეგ რისკები უნდა გაეთვალა – სუს-ი გაურბის თავის პასუხისმგებლობას“ – გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიას

„დაანებეთ ამ ვახო გომელაურის კომპლექსში ცხოვრებას თავი“, - ასე მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ყოფილ შს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც ჩორჩანას ეპიზოდზე კომისიაზე დისტანციურად იკითხება.
ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი გახარიას: „პოლიტიკური ბოიკოტის ცნება სულ სხვაა და ის განმარტება, რომელიც ბატონმა გიორგიმ თქვა აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს – მანდატები ჩვენ კი არ შევწყვიტეთ, კანონმა შეგიწყვიტათ თქვენ, თქვენივე ქმედებებიდან გამომდინარე“

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სოფ. ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხი განიხილება, იმჟამინდელ შს მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენენ.

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას: „დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც ექცევით ამომრჩეველს და საპარლამენტო მანდატს? – თუ სწორია, რა არის მიზეზი, რომ არ აღიარებთ პარლამენტს?! მაშინ რატომ გვევედრებოდით ჩამრთეთო?! ან აღიარებთ ამ პარლამენტს, ან არა“

„ჩემი პოზიციაა, რომ პარლამენტში ოპოზიცია საჭიროა. 2 წევრი არ უნდა იჯდეს. დღემდე თვლით, რომ სწორია როგორც თქვენ მოექეცით მანდატებს და ამომრჩეველს?!“

„განმეორების შემთხვევაში შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას…“ – პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება

გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებულია მარიხუანასა და მცენარე კანაფის რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.

„100 ლარამდე იზრდება სანქცია აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის…“ – რიგ დარღვევაზე მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამკაცრების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

ამ მიმართულებით ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ განხორციელდა.
გახარია საქართველოსთვის

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

როგორც პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პარტიას პარტიული დაფინანსება 6 თვით შეუჩერდება.

„800 000 ლარის დაფინანსება აქვთ მიღებული ისე, რომ ერთი დღე არ გაუტარებიათ პარლამენტში… მანდატების შეწყვეტით, პარტიას 6 თვით შეუჩერდება დაფინანსება“ – პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი: „არ მინდა ზედმეტად ეჭვიანი ვიყო, მაგრამ ვფიქრობ, გახარიას განზრახული აქვს, ჩაერთოს და შემდეგ ეთერი გათიშოს – მინდა გავაფრთხილო, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც სხდომის ჩაშლას გულისხმობს, სსკ-ის 349-ე მუხლის დარღვევად ჩაითვლება“

ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას დღეს საგამოძიებო კომისიაზე დისტანციურად გამოკითხავენ. 

ჯეიმს მაკკლირი: „ივანიშვილი და მისი კორუმპირებული მთავრობა დაუყოვნებლივ უნდა დადგნენ გაერთიანებული სამეფოს სანქციების წინაშე“

ზურაბი და ყველა ქართველი პოლიტპატიმარი იმსახურებენ თავისუფლებასა და სამართალს - ახლავე”, - წერს მაკკლირი და აზიარებს ჯაფარიძის წერილს.

არჩილ გორდულაძე: „კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება!“

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, მარიხუანას მოხმარებაზე ძალაში მოქმედი რეგულაციები რჩება.
ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ჩანაწერები დაემატა

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი

„იმედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის საქართველოს ევროპულ გზაზე ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზით“ – სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

დანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ექვსი თვით პოლონეთისგან გადაიბარა.

ცვლილებების თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის ვინაობა, რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს, დაფარული იქნება

ბრალდების მხარე საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ყველა დოკუმენტში, მასალასა და სხვა საპროცესო მოქმედებებში ასეთი პირის ვინაობის იმგვარად დაფარვას უზრუნველყოფს, რომ მისი იდენტიფიცირება და ამოცნობის შესაძლებლობა შეიზღუდოს.