"საქართველოსთვის საჭიროა ოპოზიციამაც მიბაძოს მაგალითს. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი დეტალი რჩება დასამუშავებელი. ევროკავშირი კვლავინდებურად მზადაა ამაში დაეხმაროს."
ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წილაური "ფორტუნას" გადაცემაში "დღის თემა" აცხადებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე უნდა მოხდეს.
"არ გამოვრიცხავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებასთან კავშირში კობახიძის ვიზიტი იყოს, თუმცა, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ისედაც გვესმოდა, რომ ორმხრივი კომპრომის არის სწორი."
"ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას ცდილობს, გონიერი ნაწილი კი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს" - არჩილ თალაკვაძე.
"ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში შევდივართ - თუ შეთანხმება შედგა, შევდივართ როგორც ყველა, თუ ვერ შედგა, ორშაბათიდან მაინც ვიქნებით პარლამენტის შენობაში" - ვახტანგ მეგრელიშვილი.