LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„ბაჩიაშვილს, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია, აქვს მოლოდინი, რომ ამდენი ზიანი მივაყენე სხვა ადამიანს, წავალ მერე და ჩემთვის ბედნიერად ვიცხოვრებ, ეს ასე არ არის“ – მდინარაძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან, მისი ოჯახის წევრებისგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან ქონების ამოღება მარტივდება.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „ბრიტანეთის საელჩოს განცხადება გარკვეული თავდასხმაა, როცა რამდენიმე დღით ასწრებ „გრანტების“ შესახებ კანონის მიღებას და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია“

„დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება“ - დაახლოებით ამას ჰგავდა ის განცხადება, რაც ბრიტანეთის საელჩოსგან სამწუხაროა“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის საელჩო: „გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“

„პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში“ - წერია საელჩოს განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი: „მილანში საკონსულო 2023 წლის 24 ნოემბრიდან ოპერირებს და კონსული დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული „გახსნის“ ცერემონია, ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობითა და ზარ-ზეიმით, რით უნდა აიხსნას?“

ზურაბიშვილი მილანში, საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გახსნას ეხმაურება.
ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე: „თემურ ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“

„აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია“ - თქვა შს მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი კობახიძე: გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ელჩის ამოცანაც, დაარწმუნოს

ირაკლი კობახიძე: გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, ეს არის ელჩის ამოცანაც, დაარწმუნოს

ლევან იოსელიანი: „2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ნოემბერ-მარტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნა

როგორც ომბუდსმენმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2024 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, საანგარიშო პერიოდში, წლიდან წლამდე არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა.
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „თუ არალეგალურია ადამიანის მიგრაცია საქართველოში, ის უფრო მკაცრი წესებით იქნება გაძევებული ამ ქვეყნიდან და გარანტიას ვიძლევით, არ დაგვემართება ის, რაც სამწუხაროდ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანას უკვე დაემართა, მივიღებთ ბევრ ტურისტს, მაგრამ უკანონო მიგრაციის მიმართ ვიქნებით მკაცრები“

„სტუმარს ერქმევა სტუმარი და, რა თქმა უნდა, მივიღებთ ბევრ სტუმარს, ბევრ ტურისტს, მაგრამ უკანონო მიგრაციის მიმართ ვიქნებით აუცილებლად მკაცრები“ - თქვა მამუკა მდინარაძემ.
წილოსანი იოსელიანს

ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს: „მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციებზე პოლიციელებისგან ჟურნალისტების მიმართ მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა! – არც ერთი ფაქტი არ მინახავს“

„პოლიციელები კვირების განმავლობაში ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს იცავდნენ“
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე: „მინდა მივულოცო თამარ ტალიაშვილს, პროფესიონალს, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი წლის გამოცდილება და ამავდროულად არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა იმით, რამდენად ორიენტირებულია თავისი ქვეყნის ინტერესებზე“

„თუკი შეიძლება ვინმეზე გარანტია აიღო ერთ-ერთი, მათ შორის, თამარ ტალიაშვილია, რომელიც ზუსტადაც საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს, სადაც არ უნდა იყო“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.
თამარ ტალიაშვილი

აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მთავრობამ თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარადგინა – ცნობილია, ვინ დაიკავებს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას

მთავრობის განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
ვაჟა სირაძე

ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად ლევან მაისურაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ თანამდებობა დატოვა.
გია ვოლსკი

გია ვოლსკი: „ის, რასაც თინა ბოკუჩავა ამბობს უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს, სიბოროტის ის დონე ახლავს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებდა… რასაკვირველია, კოტიკოს უნდა დაუძახონ, გამოკითხონ“

„დღეს ასეთი ბოროტი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს“ - ამბობს გია ვოლსკი.