LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: „ბოლო წუთამდე არ იტეხდა იხტიბარს ბატონი გახარია, მაგრამ მოუწია აღიარება, რომ გადადგომამდე, თურმე, აშშ-ის ელჩთან ჰქონია კომუნიკაცია – მხდალი და მშიშარაა“

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გახარია დროებითი საგამოძიებო კომისიის გუშინდელ სხდომაზე „სიგიჟეებს ჰყვებოდა“.

მამუკა მდინარაძე შს მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ: „ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აჰყვებით – ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“

შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია „ფორმულამ“ გაავრცელა.
ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი: „საშინელი სანახავი იყო, ორი დამნაშავე როგორ აბრალებდა ერთმანეთს მაკო გომურის დაკარგულ თვალს… „გავრილოვის ღამის“ შემოქმედები, ქვეყნის გარუსების შემოქმედები ერთმანეთს აწმენდენ ხელს“

„გახარიას არ ეყო გამბედაობა ჩამოეთვალა ნაწამები ადამიანები, შეეხსენებინა წულუკიანისთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ანწუხელიძესთან დაკავშირებით“ - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი: „საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერი, რომელიც ერთ საკითხზე, რამდენიმე წუთში, სამჯერ იტყუება – გახარიას ჩვენებით დადასტურდა, რომ ის მოქმედებდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად“

„ამ ღალატიდან სამ თვეში იყო პარტიის შექმნა, ოთხ თვეში - ვაშინგტონში სააკაშვილთან ერთ სასტუმროში აღმოჩენა, შვიდ თვეში - სააკაშვილის წინასაარჩევნოდ შემოპარება“

„მგონია, რომ დღეს გახარიას შეეძლო ღიად და გახსნილად საუბარი, თუმცა შეიძლება ეს მის სტრატეგიაში არ იყო“ – ეკა ბესელია

„მგონია, რომ დღეს გახარიას შეეძლო ღიად და გახსნილად საუბარი, თუმცა შეიძლება ეს მის სტრატეგიაში არ იყო“ - ეკა ბესელია

„იმის ნაცვლად, რომ გახარია გამოსულიყო და ეთქვა, რომ დააბეს, გაკოჭეს და საშინელების აღკვეთა ვერ შეძლო, დიდი სიხარულით გახდა პრემიერი“ – მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის თქმით, ვერ დაინახა, რომ გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენები გულწრფელად მოინანია.

„გახარიას მისვლა შეცდომა იყო“ – გიორგი ვაშაძე

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მისვლა შეცდომა იყო.

მამუკა მდინარაძე: “კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა – მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი

მამუკა მდინარაძე ელის, რომ ოპოზიციურ პარტიებს „პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ“ და „მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში”.

გიორგი გახარია: შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს – ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მანდატების აღდგენა უნდა

„შეიძლება აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ“

მამუკა ხაზარაძე: ფარსში როცა მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ, პარლამენტში და კომისიაში მონაწილეობა არის „ოცნების“ „გაპრავება“, წერტილი

მამუკა ხაზარაძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიას მისვლას ეხმაურება.
თეა წულუკიანი

„მაისში  გელოდებით პლენარულ დარბაზში… პარლამენტში ვერ შემოგიბედავთ, გაშინებენ, ხომ ქუჩის მავნებლები?“ – თეა წულუკიანი გიორგი გახარიას

„იცით, ქუჩაში რა კარგია? „ქუჩაში“ რაღაც ისე იძახით, თითქოს, ქუჩაში ნორმალური ადამიანები არ იდგნენ“ - უთხრა გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს.

მარგარიტა სიმონიანი: „თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და წელს ომი დასრულდა, ჩვენ კიდევ ვიხილავთ ახალ ერეკლე მეფეებს, რომლებიც დედა-რუსეთს სახლში დაბრუნებას სთხოვენ“

ამის შესახებ რუსული ტელეარხის, RT-ის რედაქტორმა, კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმა ვლადიმირ სოლოვიოვთან გადაცემაში განაცხადა.

წულუკიანი გახარიას: „20 ივნისის შემდეგ, კანცელარიაში გამართულ თათბირზე, გახსოვთ თუ არა, რომ გითხარით: ეს რეზინის ტყვიები რამ გამოგაყენებინათ-მეთქი?! თქვენი პასუხი იცით რა იყო? – „რა ვქნა, ჩემო თეა, ერთი ეკონომისტი კაცი ვარო“

„რა თქმა უნდა, იტყუებით. ეს არის ტყუილი! ქალბატონო თავმჯდომარევ, ეკონომისტი არ ვარ და არ ვიტყოდი, რომ ეკონომისტი კაცი ვარ-მეთქი, ეს არის ტყუილი!“

წულუკიანი გახარიას: „ვახტანგ გომელაურისგან და სუსისგან არცერთი რჩევა არ აგიღიათ, თორემ ის კაცი ნამდვილად გეტყოდათ, რომ სპეცრაზმელის ხალხის პირისპირ დაყენება არ შეიძლება“

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც დღეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას უსმენენ.