LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

ირაკლი კუპრაძე: „საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომელთა წინააღმდეგაც ივანიშვილი ცდილობს საქმეები „შეკეროს“

ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

ალუდა ღუდუშაური საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობაზე: „როცა მათ მიმართ კანონმდებლობა მტკიცე და პრინციპული იქნება, მერე ტირილის, გოდების და მოთქმის რეჟიმში ნუ იქნებიან, რომ თითქოს მათ ვინმე დევნის“

როგორც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რითაც კომისიაზე დაბარებული პირების გამოუცხადებლობას გამოეხმაურა.

„სულ 1 წელი იყო ეს ქეისი… დაახლოებით, 7-8 თვე იკვება საქონელი [ქათმის ნარჩენით], რაც პროტეინის შემცველი დანამატია და ინდუსტრიისთვის ცნობილია“ – ლაშა პაპაშვილი რძის სკანდალზე

ლაშა პაპაშვილი ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც კომპანია „ჩირინას“ მიერ მიწოდებულ ქათმის ნაკელში ანტიბიოტიკების კვალი აღმოაჩინეს, 2019 წელს „ჩირინასთან“ თანამშრომლობა შეწყდა და მას შემდეგ „ყვარლის ბაგას“ კვების რაციონში ქათმის ნაკელი აღარ გამოუყენებია.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, დოკუმენტები პროკურატურაში დღის ბოლომდე გადაიგზავნება.
ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა

„ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა.“

შალვა პაპუაშვილი: „პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ქართველი ხალხის ინტერესებით უნდა მიიღოს, როცა ის ფულს უცხოეთიდან იღებს, შემდეგ იმის რისკია, რომ ის უცხო ქვეყნის ინტერესებით იმოქმედებს“

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაატა ბურჭულაძე: 8 აპრილს, 22:00 საათისთვის შევიკრიბოთ, იქნება სიტყვით გამოსვლები, დავდებთ ფიცს – ფინალურ ბრძოლაში ვართ, რუბიკონი გადალახულია, საჭიროა შემართება – შეიძლება დაიბადოს პოლიტიკური მოძრაობა

„ამ ფიცით ჩვენ უფრო შემოგვემატება ხალხი...“
ნიკა გვარამია

„არანაირ კომისიაზე არ მივალ, არც განვიხილავ, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად“ – ნიკა გვარამია

გვარამიას განცხადებით, საკითხი საერთოდ არ აღელვებს, მითუმეტეს, რომ „მასობრივი დაჭერის მოლოდინში მაინც ვართ“.

„ბრიუსელში ქართველი ხალხის მოთხოვნები მივიტანე – პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს“ – გიორგი გახარია

მისიე თქმით, ბრიუსელში „გახარია საქართველოსთვის“ გზავნილი იყო ის, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

„რომ გითხრათ, PACE-ში შეიცვლება მოცემულობა და საქართველოს მხარდამჭერ, ქართველი ხალხის ნების მხარდამჭერ განცხადებას გააკეთებენ, რეზოლუციას მიიღებენო, ძალიან არასერიოზული იქნება, რა თქმა უნდა, ჩემგან“ – არჩილ გორდულაძე „იმედის“ ეთერში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრობს

მისივე თქმით, ბოლოს წინა რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით როდესაც მიიღეს, იქ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს.

„PACE ხუთშაბათს, დიდი ალბათობით, უმკაცრეს რეზოლუციას მიიღებს, სადაც კვლავ მოითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, „ოცნების“ დელეგაცია სხვაგვარად PACE-ში ვერ დაბრუნდება“ – თინა ბოკუჩავა

ბოკუჩავას თქმით, ის დღეს მონიტორინგის კომიტეტს დაესწრო, სადაც სრული კონსენსუსია იმის შესახებ, რომ საქართველოში ავტოკრატია კონსოლიდირდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება: „არ ვაპირებთ შევცვალოთ განვითარების ვექტორი და მისწრაფება, გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენი უსაფრთხოების გარანტთან – რუსეთთან“

ამის შესახებ ნათქვამია, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები მიუთითებს, რომ ძველი მიდგომებისგან თავის დაღწევის სურვილი არ არსებობს…“ – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება

ამის შესახებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სულხან თამაზაშვილი

აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა – საბჭომ მხარი მის მინისტრთა კაბინეტსაც დაუჭირა

„სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა საინვესტიციო პროექტებზე, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე“

ლევან მაჭავარიანი: „არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ გამოუხატავს ინტერესი, ანაკლიის პორტის ტენდერში მიეღო მონაწილეობა – თუ საკითხი ისე უნდა დაგვიყენონ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს აშენება და სხვასაც არ ააშენებინოთ, ამას ვერ მივიღებთ“

მაჭავარიანის თქმით, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უზარმაზარი შემოსავლის მომტანია და შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი აშენება.