LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ჯინ შაჰინის განცხადებაზე: „ამერიკულ მხარეს სასათბურე პირობები ჰქონდა საქართველოს მხრიდან შექმნილი, არაერთგზის მოხდა ვალდებულებების შესრულების გადავადება – მათ უბრალოდ არ მიიღეს მონაწილეობა, არ ჩადეს ფული ანაკლიის პორტის მშენებლობაში“

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი იმედგაცრუებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პროექტის ჩინური ინვესტიციით განხორციელება იგეგმება.

შალვა პაპუაშვილი: „სენატორი შაჰინის დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებას ამერიკელების ფული საქართველოში რევოლუციების მოწყობაში რომ არ დაეხარჯა, ვინძლო, იქნებ ამერიკელი ინვესტორიც დაინტერესებულიყო ანაკლიის პორტით“

აღნიშნულით იგი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება საქართველოსთვის ეროვნული ინტერესის საკითხს წარმოადგენს.

ანა ბუჩუკური: „ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო განსხვავებული, მნიშვნელოვანია პარტნიორებისგან ისეთი რეაგირებები, რომლებიც ნაკლებად შეეხება მოქალაქეებს და პასუხისმგებლობას ინდივიდებს დააკისრებს“

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მოთხოვნები ელემენტარული იყო, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ატეხა ისტერია და გააფუჭა ურთიერთობა“

„დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებს, სამადაშვილებს და ატყუონ ერთმანეთი, ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს“ – ირაკლი ზარქუა 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ რჩება ევროსაბჭოს წევრად, თუმცა ამ ტონალობაში ულტიმატუმებით საუბარს არავის „გაუტარებენ“.

„ვპირდები საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრს, რომ ღირსეულად ვემსახურები იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე ჩვენს ხალხსა და ქვეყანას“ – ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი, პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა

პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის ახალი მინისტრი პაატა სალია იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პაპუაშვილი: „ვიდრე ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკულ ფონდებს ცხვირი არ წაატეხა, არავის უნდოდა ეღიარებინა, რომ თანხას თაღლითურად ხარჯავდნენ, მათ შორის, ქვეყნებში არეულობის მოსაწყობად – იგივე სიტუაციაა ევროკავშირის ფონდებთან“

პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ, ევროკავშირის ფული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად იხარჯებოდა.

„სამწუხაროა, რომ სააკაშვილის მფარველი პოლიტიკური ჯგუფები, მას, უკვე რა ხანია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ“ – შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და მისი გათავისუფლება მოითხოვა, არცერთი გადაწყვეტილება თუ რეზოლუცია გასაკვირი არ არის.
ვაჟა სირაძე

შსს-ში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

ვაჟა სირაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება.

„დემოკრატიის დაცვა საჭიროა ყველგან… საფრანგეთი ამ გზაზე ყოველთვის წინა ხაზზეა, ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას - ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად იქცეს - გაუწიეთ წინააღმდეგობა! - სალომე ზურაბიშვილი

შალვა პაპუაშვილი: „იმის გამო, რომ უარი ვთქვით, ესკალაციაზე, ორმხრივ სანქციებზე, საზღვრის და ცის ჩაკეტვაზე, ქვეყნის დანგრევაზე, ევროპაში ზოგიერთი საქართველოზე გაბუტული, ნაწყენი და გაბრაზებულია“

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ტაშკენტში, ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნიკოლოზ სამხარაძე

„არჩევნების გაყალბების მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ აქვს ალტერნატივა, გარდა იმისა, სრულფასოვნად ცნოს ქართული დელეგაციის მანდატი“ – ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას საფუძველი არ აქვს.

„თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტებთან სამხრივი თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს, ასევე, ამას დაემატება სპიკერების სამმხრივი ფორმატი“ – ნიკოლოზ სამხარაძე

ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
მაია ბითაძე

„მოვისმენთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის გამოსვლას. იგი მიმართავს ათასობით წარმომადგენელს მთელი მსოფლიოდან იმ გეგმების და პრიორიტეტების შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს“ – მაია ბითაძე საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე

5-8 აპრილს უზბეკეთში სტარტს აიღებს საპარლამენტთაშორისო ასამბლეა, რომელშიც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოც მიიღებს მონაწილეობას.

„ჯაფარიძეს და ხაზარაძეს არაფერი აქვთ სათქმელი, ისინი საგამოძიებო კომისიაში მისვლას გაურბიან, ეს მათი არჩევანია – საქართველოში მოქმედებს კანონები და პროცედურები ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერის თქმით, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურები.
ირაკლი კობახიძე

„გვაქვს ამბიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში იმაზე მაღალი შედეგის მიღება შეგვიძლია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში მივიღეთ – ოპოზიცია განწირულია მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში“ – ირაკლი კობახიძე

პრემიერი აღნიშნავს, რომ ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული, „ქართული ოცნების“ მოსალოდნელ გამარჯვებაზე კი კვლევები მეტყველებს.
ბადრი ჯაფარიძე

„გადატრიალების შემდგომ, სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ წავსულვარ ქვეყნიდან, ამიტომ სიცრუეა, რომ ვითომ ჩემი მიმალვის რისკი არსებობდა – გირაოს საკითხს გავასაჩივრებთ“ – ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადად 50 დღე განისაზღვრა.