LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე: ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ – ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ

„ყოველი შემდეგი დაანონსებული დიდი აქცია უფრო და უფრო მასშტაბური უნდა იყოს“

ევროკავშირის პრესსპიკერი: ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს

„ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს – მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რეაგირება მოახდინოს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

„ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე“ – სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ევროკავშირის მხრიდან საჭირო ნაბიჯებზე.

„ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს სწრაფად, სხვა არაფერი განკურნავს ამ სენს, რომელიც ქვეყანას შეეყარა – ბრიუსელში არავინ აპირებს ამ ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებას“ – სალომე სამადაშვილი

ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი – „კი“ სანქციებს, ეს დღეს ხალხის ძალიან ძლიერი მოთხოვნაა

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაზე: „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი

„ვფიქრობ, ევროპამ თავის როლი უნდა გაზარდოს ზოგადად რეგიონში – თუ ორბანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს რას აკეთებს, მაშინ სხვა მთავრობებს ასევე შეუძლიათ თავიანთი გადაწყვეტილებების მიღება“ – სალომე ზურაბიშვილი

ამის შესახებ მან გერმანულ ტელეარხ Phoenix-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არსებობს რუსული კანონი ოფშორებზე, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს“ – სალომე ზურაბიშვილი

„არსებობს რუსული კანონი ოფშორებზე, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს“ - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი: ვესაუბრე ლატვიის პრეზიდენტს ქართველი ხალხის ურყევი სურვილის მხარდაჭერისათვის ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად – ერთად უფრო ძლიერები ვართ

სალომე ზურაბიშვილმა, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, რამდენიმე შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი – „აქტივისტური ჟურნალისტიკა უბრალოდ ოქსიმორონია, ამით საბოლოოდ ზარალდება მოქალაქე, რომელსაც წართმეული აქვს ამბის ობიექტური მიღების უფლება“

„ათობით ქართული მედია, ფაქტობრივად, აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს“
ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია – „ხვალ, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს და მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა“

დედაქალაქში საზოგადოებრივი ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მოქალაქეების ჩართულობით 15 თებერვალს აქცია იგეგმება

შარმანაშვილი კაია კალასს: „ძვირფასო“ კაია, ხომ ხედავ, „დიფ სთეითისადმი“ ევროკავშირის ბიუროკრატიის მორჩილებამ სადამდე მიგიყვანათ – ამერიკა აღარც კი აღგიქვამთ პარტნიორად უკრაინის საკითხში, თან თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ“

„მტრის ვასალებს ასე ექცევიან. თან თქვენ რა ისეთი ფიგურა ხართ, ვინმემ რამე შეგითანხმოთ? ჰოდა, დაანებეთ ჩვენი სუვერენიტეტის ნგრევას თავი და ევროპის სუვერენიტეტს მიხედეთ!“

ვიდეო: „ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის! ყიდიან საქართველოს! ვინც უჭერს მხარს ევროკავშირის რეზოლუციას, ყველა არის საქართველოს მოღალატე! ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო…“ – გორის საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

საკრებულოში მისული მოქალაქეების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს.

გიორგი ვაშაძე: „დროა, რეჟიმს, ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება“

„შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი და გამოვხატავთ სურვილს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.“