LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკა

„ტრაგიკომედიაა და ბევრის მთქმელი, რომ ვინც აჯარიმებს პაატა ბურჭულაძეს ის ვერ ერკვევა თუნდაც იმაში, თუ სად დგას პარლამენტის შენობა და სად ოპერის!“ – სალომე ზურაბიშვილი

მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის დაჯარიმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას

ზურაბიშვილი „უმაღლესი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპის ლიდერებთან და აშშ-ს დელეგაციასთან“.

სალომე ზურაბიშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუცია ეჭვს არ ტოვებს: ამჟამინდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ გააჩნია – ქვეყნისთვის ერთადერთი წინ მიმავალი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთადერთი გზა ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია.

ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ვიქტორ ორბანთან – საქართველო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია

მისი თქმით, საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო და შეთანხმდნენ, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კობახიძის განცხადებით კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის პარტნიორობას.

სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიას 14 თებერვალს ეწვევა

იგეგმება მისი სიტყვით გამოსვლა კონფერენციის პანელურ დისკუსიებში: ,,საქართველო ყურადღების ცენტრში“ და ,,რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა“.

„კიდევ ერთხელ დადასტურდა, ივანიშვილის ე.წ. ხელისუფლება არის არალეგიტიმური“ – ანა ბუჩუკური

„შექმნილ კრიზისულ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე“

„ქართული ოცნება“: „სამწუხაროდ, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია – მიღებული რეზოლუციის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ევროკავშირს, ან ევროკავშირი გამონახავს ძალას, რომ როგორმე თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ გავლენას“

„როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ გამარჯვებას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ევროპასაც ვუსურვებთ, რომ თავი დააღწიოს „დიფ სთეითის“ მავნე ზეგავლენას. ჩვენ ამ ბრძოლაში პატრიოტი ევროპელების მხარეს დავდგებით“
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“ რეზოლუცია მიიღო

აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგ წავიდა 63, 81-მა კი თავი შეიკავა.
გახარია საქართელოსთვის

„გახარია საქართველოსთვის“ – სასტუმროს შეტყობინების საფუძველზე, რეჟიმმა „შერატონ-ბათუმთან“ გამოხატული მშვიდობიანი პროტესტისთვის აქტივისტების დაბარება დაიწყო

„შერატონ-ბათუმმა“, რომელსაც თავდასხმაზე პოლიცია არ გამოუძახია, მყისიერად მხოლოდ მაშინ იმოქმედა და გამოიძახა პოლიცია, როცა აქტივისტებმა მშვიდობიანად გააპროტესტეს სასტუმროს უკანონო ქმედებები.“
მამუკა მდინარაძე

„გამოვარდება ხოლმე „ნიუსი“ – მამუკა მდინარაძე ვანო მერაბიშვილის ბიძის ადვოკატი იყო, ვისი ბიძაც უნდა ყოფილიყო, ის იყო ჩემი ჯგუფელისა და მეგობრის მამა და რა თქმა უნდა, მის დაცვაზე უარს მის შვილს არ ვეტყოდი“ – მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე

„ისე, რანაირი გარეწარი, თვითლუსტრირებული და მძიმედ დაკომპლექსებული უნდა იყო ადამიანი, გასაშავებლად სხვას შენი თანამოაზრეობა დააბრალო“ - წერს მამუკა მდინარაძე.
ირაკლი კობახიძე

პრემიერი – „ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართულ სახელმწიფოზე მორიგი თავდასხმაა და 9-წლიან მძიმე რეჟიმს გვახსენებს, რომელიც იმავე ძალების მხრიდან იმართებოდა, ვინც დღეს ასეთ რეზოლუციებს აინიცირებს“

„იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი, ევროპული ინსტიტუტები და ბიუროკრატია მომავალში გაჯანსაღდება. დღევანდელი ტენდენციები არის საკმაოდ მძიმე“

ლევან მახაშვილი: „რა ფასი აქვს იმ დოკუმენტს, რომლისთვისაც ჩალის ფასი აქვს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს?! რა ფასი აქვს დოკუმენტს იმ ინსტიტუტისგან, რომელიც თავისი მოწოდებებით, ეკონომიკური კოლაფსისა და რუსეთთან დაპირისპირებისთვის სწირავდა საქართველოს?!“

ლევან მახაშვილის განცხადებით, „ამ დოკუმენტს არ აქვს სხვა ფუნქცია, გარდა საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელი, უხეში და პირდაპირი ჩარევა და დაძაბულობისთვის ნავთის დასხმა“.
თეა წულუკიანი სუბარი

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ“ დროებით საგამოძიებო კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს, მდივანი კი სოზარ სუბარი იქნება

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელიც საორგანიზაციო საკითხებს დაეთმობა.

გიორგი ვოლსკი: „არც ევროპარლამენტის რეზოლუცია არ ღირს ჩირის ფასად და არც ამ თაღლითების გამოსვლას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა“

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას შეფასებისას განაცხადა, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან.

„ჩვენ არ უნდა ჩავაბაროთ საქართველო და სომხეთი რუსულ იმპერიალიზმს“ – მიხაილ როთი

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სომხეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება

„რა თქმა უნდა, ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით იმას, რაც ხდება საქართველოში, გარკვეული შეშფოთებით“ – ნატოს გენერალური მდივანი

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.